ყველა დისახლისმა იცის, რომ ზაფხული მხოლოდ დასვენების დრო არ არის. ივნისიდან ოქტომბრამდე ყველა სამზარეულო კონსერვის ქარხანას ემსგავსება, სადაც ნიჭიერი ხელები ამზადებენ სხვადასხვა ნუგბარს ბუნებისგან ბოძებული პროდუქტისგან.
ერთ-ერთი გემრიელი მურაბა, ჯემი, კომპოტი მზადდება მარწყვისგან.
მარწყვის მურაბა მთელ-მთელი კენკრისგან
იმისათვის, რომ მარწყვი არ დაიშალოს არსებობს გამოსავალი. სიროფი გამოდის სქელი. თუ მოხარშვის დროს თხელი მოგეჩვენათ, გამოსავალი არსებობს, შაქრის დამატებით მიიღებთ საუკეთესო სიროფს.
გასწავლით, როგორ იხარშება მარწყვი და ბანანი ერთად. ბანანი უნდა იყოს მწიფე. კენკრა არ იშლება, ხოლო სიროფს ხელოვნურად გასქელება არ სჭირდება.
ინგრედიენტები
1 კგ ახალი მარწყვი
350 გ მწიფე ბანანი
500 გ შაქარი
მომზადება
გადაარჩიეთ მარწყვი, გარეცხეთ გამდინარე წყალში, საწურზე დაწურეთ. ჩაყარეთ თასში და მოაყარეთ შაქარი. მაარწყვი შეარჩიეთ საშუალო ზომის. დატოვეთ შაქარმოყრილი 3-4 საათი, რომ წვენი გამოსცეს.
დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ უნდა წამოდუღდეს.
მოხადეთ ქაფი, ფრთხილად ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
ბოლომდე გააციეთ და ისევ დადგით ცეცხლზე.
ბანანი წვრილად დაჭერით ან ჩანგლით დაჭყლიტეთ და აურიეთ მურაბაში.
მოხარშეთმარწყვი-ბანანის მურაბა დაბალ ცეცხლზე ადუღებიდან 15 წუთის განმავლობაში.
არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხდა.
ცხელ-ცხელი მურაბა ჩაასხით სტერილურ მშრალ ქილებში და მოხუფეთ. გადმოატრიალეთ ქილები, შეფუთეთ თბილად და დატოვეთ გაციებამდე.
მურაბა შეინახეთ ცივ ადგილას.