საფუვრიანი ცომი 10 წუთში. ფუნთუშა, ღვეზელი, პიცა ცხვება ერთნაირად გემრიელი. უკვე აღარ მიწევს დროის დაკარგვა ცომის გასაფუვებლად.

by ekaterine

როგორი გემრიელი გულსართიც არ უნდა გააკეთოთ, მაინც მთავარი ცომის ხარისხია, მითუმეტეს თუ ტკბილეულს აცხობთ. ცომი უნდა იყოს გემრიელი და კარგად გაფუებული. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ მოამზადოთ ყველაზე გემრიელი ცომი, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს სირბილეს.

ეს მარტივი რეცეპტია და ცომი 10 წუთში მზადდება. არ არის საჭირო ხელმეორედ ცომის გადაზელვა ან ლოდინი, როდის გაფუვდება. მიუხედავად ამისა, ცომი საოცრად გემრიელი და მაქსიმალურად გაფუებული გამოდის.

შემადგენლობა

ხორბლის ფქვილი 700 გ

წყალი 350 მლ

შაქარი 3 ს/კ.

მარილი 0.5 ჩ/კ.

მზესუმზირის ზეთი 4 ს/კ.

კარაქი 80 გ

საფუარი 33 გ

მომზადება

საფუარი წინასწარ ოთახის ტემპერატურაზე გამოიღეთ, რომ შეთბეს.

წყალი დადგით ცეცხლზე და ჩააგდეთ შიგ კარაქი, რომ გალღვეს, თუ მარხვის პერიოდია კარაქის ნაცვლად 4 ს/კ. ზეთი გამოიყენეთ, როცა წყალი კარგად გათბება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ საფუარი, მარილი, შაქარი და ზეთი.

ღუმელი ჩართეთ წინასწარ 180 გრადუს ტემპერატურაზე.

 

ჩაასხით არეული სითხე ღრმა თასში, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ჩვილი და ელასტიური ცომი.

ნუ დაელოდებით ცომის გაფუებას. მოამზადეთ სასურველი ფორმის და ზომის გუნდები და შედგით ღუმელში. პირველი 10 წუთი ღუმელის კარი არ დახუროთ, შემდეგ 30 წუთი აცხვეთ დახურულ ღუმელში.

 

Related Articles