გირჩის მურაბას ვხარშავ ბევრს და მთელი ოჯახი დაცულია გრიპისგან და გაციებისგან! შეაგროვეთ გაზაფხულზე და ეს იქნება ქილაში შენახული ჯანმრთელობა!

by ekaterine

ბავშვობაში ბებია ხშირად გვაჭმევდა გირჩის მურაბას. ამიტომაც იშვიათად ვხდებოდით ავად. გაციების შემთხვევაში კი რამოდენიმე დღეში უკეთ ვხდებოდით. ბავშვებისთვის ჩაის კოვზით, მოზრდილებისთვის კი სუფრის კოვზით არის რეკომენდებული მისი მიღება. გირჩის მურაბა და მტვერი არაჩვეულებრივი საშუალებაა სუსტი ბრონქების პატრონებისთვის. ამასთანავე ის აძლიერებს იმუნიტეტს.

 

პროფილაქტიკის მიზნით დღეში ერთხელ 20 წუთით ადრე უნდა მიიღონ მოზრდილებმა 1 ს/კ., ხოლო ბავშვებმა 1 ჩ/კ. ავადმყოფობის დროს თითო კოვზი სამჯერ დღეში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ფიჭვის გირჩის მურაბა უკუნაჩვენებია თირკმლების, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის , ასევე ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის 6 წლამდე.

 

გირჩები უნდა შეაგროვოთ მაის-ივნისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. გირჩი რბილი და მწვანე უნდა იყოს, 4 სმ სიგრძის. ადვილად უნდა იჭრებოდეს დანით. გირჩები მოგროვებისთანავე უნდა გამოიყენოთ, რადგან გამუქდება და გაფუჭდება.

 

გირჩები გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, რომ არ დაიშალოს. 2 კგ. გირჩით 1-1,5 კგ. მზა პროდუქტი გამოდის.

ფიჭვის გირჩის მურაბა

ინგრედიენტები

80 ცალი გირჩი(დაახლოებით 800 გრამი)

1,5-2 ლიტრი წყალი

1-1,5 კგ. შაქარი

მომზადება

გარეცხილ გირჩებს დაასხით წყალი. აიღეთ ისეთი ჭურჭელი, რომ გირჩები მთლიანად დაფაროს წყალმა. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 40 წუთი, შემდეგ 10-12 საათი დადგით გასაციებლად. გირჩები ფრთხილად ამოიღეთ სითხიდან, წვენი კი მარლის რამოდენიმე ფენაში გაწურეთ.

 

1 ჭიქა წვენს დაამატეთ 1 ჭიქა შაქარი და ადუღეთ სიროფი დაბალ ცეცხლზე 1,5 საათი.

 

სიროფის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ჩააწტეთ გირჩები და ადუღეთ. სტერილურ მშრალ ქილებში ჩაასხით მოხარშული მურაბა და მოხუფეთ.

მურაბა მოტკბო-მომჟავო გემოსია. მოგვაგონებს თაფლს, მაგრამ ნათელი ფერით და არომატით.

 

 

Related Articles