არომატი და ვიტამინები რომ შევუნარჩუნო ხილს, მურაბას ყოველთვის ვხარშავ ბებიაჩემის რეცეპტით!

by ekaterine

არსებობს მთელი რიგი მეთოდები, რომლითაც ჯემი იდეალური გამოვა არა მხოლოდ მისი გემოვნებით, არამედ იმით, რომ შეინარჩუნოს ყველა ვიტამინები და სასარგებლო ელემენტები, რომლებიც აუცილებელია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

 

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად მურაბა

1 საუკეთესო ჯემი მზადდება მხოლოდ მწიფე, სუფთა და მთელი კენკრისა და ხილისგან. ხილი არ უნდა იყოს ჭიანი. უმჯობესია არ აჰყვეთ ცდუნებას და არ შეიძინოთ იაფად შელახული ხილი.

2 იმისათვის, რომ ნაყოფი რეცხვისას არ დაზიანდეს, აავსეთ ნიჟარა წყლით და დაალბეთ მასში ხილი, თან ხელით ნაზად მოურიეთ. შემდეგ გაუშვით წყალი.

 

3 გარეცხვის შემდეგ შეგიძლიათ გამოაცალოთ კურკა და მოაცილოთ ხილს ყუნწები. გარეცხვამდე ამის გაკეთება არ შეიძლება.

4  მურაბის ხარშვისას ერთ-ერთი უმთავრესი ნიუანსი – შაქარია. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ხილს ერთი რაოდენობის შაქარი არ ჭირდება – გააჩნია, რამდენად ტკბილი ან მჟავეა ხილი. შეგიძლიათ არეგულიროთ შაქარი სურვილისამებრ, მაგრამ იცოდეთ, რომ ზედმეტი თუ მოგივიდათ, შესაძლოა მურაბა ჩაშაქრდეს.

 

5 გემოს გასამდიდრებლად შეგიძლიათ დაამატოთ სანელებლები. ჟოლოს უხდება ვანილი, მსხალს კარდამონი და ვარდისფერი ბარდა, ქლიავს-კაკაო.

6 ჭურჭელი. ჩვენი ბებიები მურაბას ლითონის ჭურჭელში ხარშვდნენ, მაგრამ ლითონის ჭურჭელში მოხარშული ხილი კარგავს სასარგებლო თვისებებს. საუკეთესო მურაბის მოსახარშად კარგია უჟანგავი ლითონის და ემალის ჭურჭელი.

მურაბა რომ არ მიგეწვათ, გამოიყენეთ გამანაწილებელი.

 

7  ხარშვა. გაცხელებისას ხილისა და შაქრის მასა ქაფდება. ამ დროს დაუკელით ცეცხლს და ფრთხილად მოურიეთ,  ქაფი  მოხადეთ და მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში: ის ისეთი გემრიელია!

8 მარტივი გზა იმის შესამოწმებლად, მურაბა მზად არის თუ არა.   გადმოიღეთ თეფშზე მურაბის წვენი, გააციეთ მაცივარში 5 წუთი და გაუსვით ჩაის კოვზი. თუ სიროფი არ შეერთდება და ფორმას ინარჩუნებს, მურაბა მზად არის.

9 არ გაავსოთ ქილები პირამდე მურაბით: დატოვეთ 1-1,5 სმ.

 

10 იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაობება ან მურაბის ამჟავება, ქილებს ჯერ პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, შემდეგ კი მოუჭირეთ თავსახური.

სწორად მოხარშული მურაბა ინახება 3 წლის განმავლობაში.

Related Articles