თქვენი საყვარელი ხილით გაფორმებული ტორტი “აფრიკული გვირილა”! ისიამოვნეთ ცივი დესერტით ცხელ დღეებში!

by ekaterine

“აფრიკული გვირილა”

შემადგენლობა:
ცომისთვის

ქათმის კვერცხი – 5 ცალი.

სოდა – 1 ჩ/კ.

ფქვილი – 1 ჭიქაზე ცოტა მეტი

კაკაო – 100 გრ

კეფირი – 3/4 ჭიქა

კრემი:

არაჟანი – 500 გრ

შაქარი – 1 ჭიქა

ჟელატინი – 3 პაკეტი

ნებისმიერი ხილი

ყაყაჩო – 1 პაკეტი

მომზადება

5 კვერცხს შევაზილოთ 1 ჭიქა შაქარი. არ უნდა აითქვიფოს. კვერცხს დავამატოთ 1 ჩ/კ. სოდა, ძმარი არ უნდა. დავამატოთ კაკაო და 1 ჭიქა ფქვილი. ავურიოთ და დავამატოთ კეფირი და ცოტა ფქვილი. ცომი სქელი არაჟნის სისქის უნდა იყოს.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ. გავაციოთ ფირფიტები და თითოეული გავყოთ ორად.

ორი ნაწილი დავტოვოთ, ხოლო ორი დავამტვრიოთ ან დავჭრათ.

კრემის მოსამზადებლად ნახევარ ლიტრ არაჟანს დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი, წინასწარ ცხელ წყალში დამბალი ჟელატინი და ავთქვიფოთ.

დავჭრათ ნაჭრებად ნებისმიერი ხილი: მარწყვი, ატამი, ფორთოხალი, კივი, ბანანი, გარგარი, ანანასი. შეგიძლიათ რამოდენიმე სახის ხილი გამოიყენოთ.

მომზადებულ კრემში ავურიოთ დაჭრილი ხილი და დაჭრილი ფირფიტები.

გამოსაცხობ ფორმაზე დავდოთ ერთი ფირფიტა, შემდეგ კრემი ხილით და ბისკვიტით. ზემოდან დავადოთ მეორე ფირფიტა და დავსეროთ გვირილის ფორმაზე. ზემოდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი, შევდგათ რამოდენიმე საათი მაცივარში, რომ კრემი კარგად გაუჯდეს. გემრიელად მიირთვით!

 

Related Articles