POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

შეიძინეთ რძის ფხვნილი პაკეტებით. აი, რამდენი დესერტის მომზადება შეგიძლიათ 15 წუთში!

by ekaterine თებერვალი 27, 2019
თებერვალი 27, 2019

მშრალი რძე არაჩვეულებრივი სტუმარია ჩვენს სამზარეულოში. მისგან მხოლოდ სასმელის მომზადება არ არის შესაძლებელი, მზადდება არაჩვეულებრივი დესერტები, რომლებიც სასარგებლოა და დიეტის დროსაც შეგიძლიათ მიირთვათ.

რძის ფხვნილის დესერტები

 

გირჩევთ შეიძინოთ უცხიმო რძის ფხვნილი, უნდა გაიხსნას თბილ წყალში. უცხიმო ფხვნილი უკეთესად იხსნება. შეგიძლიათ ჩვეულებრივი რძის ფხვნილის ნაცვლად შეიძინოთ ბრინჯის, ქოქოსის, თხის რძის ფხვნილები, რომლებსაც შეხვდებით მაღაზიებში.

მშრალი რძე ყავისთვის

 

ეს მშრალი მომზადებული ნარევი უფრო პრაქტიკულია, ვიდრე თხევადი, რადგან ის ინახება ბევრად უფრო დიდხანს, არ შეიცავს ქიმიკატებს და არბილებს თქვენს საყვარელ სასმელს.

თქვენ დაგჭირდებათ:

1 ჭიქა ფხვნილი შაქარი

4 ჭიქა რძის ფხვნილი

3 ს/კ. თხევადი ქოქოსის ზეთი

1 ს/კ. კაკაო ან ვანილის ფხვნილი სურვილისამებრ.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ, მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას.

 

შესქელებული რძე მშრალი რძისგან

 

თქვენ დაგჭირდებათ:

1 ჭიქა ფხვნილი რძე

4 ს/კ. ოთახის ტემპერატურის კარაქი

0.5 ჩ/კ. ვანილის ექსტრაქტი

მესამედი ჭიქა მდუღარე წყალი

150 გ შაქარი

ყველა ინგრედიენტი (გარდა რძის ფხვნილისა), მთლიანად ათქვიფეთ მიქსერით. დასასრულს, დაამატეთ მშრალი რძე და აურიეთ კიდევ ერთხელ საშუალო სიჩქარეზე. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ეს ნარევი მაცივარში არა უმეტეს ერთი კვირით.

ათქვეფილი ნაღები მშრალი რძით

 

თქვენ დაგჭირდებათ:

0.5 ჭიქა მშრალი რძე

0.5 ჭიქა ყინულიანი წყალი

რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი

კომპონენტების რაოდენობა არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პროდუქტი გჭირდებათ. მთავარია, შევინარჩუნოთ პროპორციები 1: 1.

დესერტის შესაქმნელად, შეურიეთ რძის ფხვნილი და წყალი მიქსერის მაქსიმალური სიჩქარის საშუალებით. როდესაც ფუმფულა ქაფი ჩამოყალიბდება, დაამატეთ ვანილის ექსტრაქტის წვეთები და გააგრძელეთ ნარევის თქვეფა, სანამ არ გახდება სქელი.

 

დიეტური ზეფირი

 

 

თქვენ დაგჭირდებათ:

1 კვერცხის ცილა

0.5 ს/კ. ჟელატინი

0.5 ჭიქა წყალი

1.5 ს/კ. უცხიმო რძის ფხვნილი

დამატკბობელი გემოვნებით

ვანილი გემოვნებით

მომზადება

დაალბეთ ჟელატინი ოთახის ტემპერატურის წყალში ნახევარი საათით, დადგით ცეცხლზე ადუღებამდე, დაამატეთ დამატკბობელი, ვანილი და აურიეთ.

ცალკე ათქვიფეთ ცილა გათეთრებამდე და შეურიეთ ჟელატინის ნარევს, ათქვიფეთ მიქსერით 2-3 წუთის განმავლობაში.

თეფშზე ან დაფაზე გაშალეთ პერგამენტის ქაღალდი, მოაყარეთ რძის ფხვნილი და გაშალეთ ზედ  მასა, მიეცით ოთხკუთხედი ფორმა. ზემოდან დააცერით დარჩენილი რძის ფხვნილი და 2 საათით შედგით მაცივარში. გამოიღეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

 

რძის ფხვნილის კანფეტები

 

შემადგენლობა

რძის ფხვნილი 250 გ

შაქარი 300-350 გ

კარაქი 100 გრ

წყალი 100 მლ

კაკაოს ფხვნილი 2-3 ს/კ.

კარდამონი ერთი მწიკვი.

მოამზადეთ სიროფი. შაქარი და წყალი ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში.

გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კარაქი და აურიეთ.

პორციებით დაამატეთ რძის ფხვნილი, კარგად აურიეთ, რომ ფხვნილი არ დაიკოშტოს.

დაამატეთ კარდამონი ან ნებისმიერი სანელებელი: ვანილი ან დარიჩინი. შედგით მაცივარში 30-40 წუთით.

განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, გააკეთეთ სასურველი ფორმის და ზომის კანფეტები, ამოავლეთ კაკაოს ფხვნილში, ჩააწყთ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ შეინახოთ 5 დღე.

 

შეგიძლიათ ზოგი კანფეტი ამოავლოთ ქოქოსის ფანტელში, მიიღებთ ასორტს.

0 FacebookEmail
previous post
ხაჭოს ბლინები კვერცხისა და ფქვილის გარეშე. რეცეპტი, რომელიც გამოცდილმა მზარეულმა გაგვიზიარა!
next post
დიეტოლოგი გვაფრთხილებს: ამ პროდუქტების სასარგებლო თვისებები დაიკარგება და უფრო მეტიც, ზიანს მოგიტანთ, თუ მათ არასწორ დროს მიიღებთ!

Related Articles

ლეგენდარული დესერტის არატრადიციული ვერსია. ალბათ ყველაზე სწრაფი მედოკია...

დეკემბერი 30, 2022

უფრო გემრიელი ვიდრე ზრაზი! ლიტვური კარტოფილის ზეპელინები ხორცით!👍

დეკემბერი 20, 2022

თავიდან რეცეპტზე გამეცინა, ახლა კი მხოლოდ ასე ვამზადებ!...

დეკემბერი 18, 2022

ამ კერძის სწორად მომზადების ერთი საიდუმლო არსებობს და...

დეკემბერი 11, 2022

უბრალოდ კარგი კერძი კი არა, არამედ ნებისმიერი სუფრის...

დეკემბერი 11, 2022

ამ დელიკატურ რძიან დესერტს დააფასებენ სიახლის მოყვარულები. ადვილი...

დეკემბერი 9, 2022

მთელი იუთუბი გუგუნებს ამ რეცეპტზე. პირადად რომ გადავამოწმე...

დეკემბერი 5, 2022

როგორც ბავშვობაში: კრემი ნამცხვრებისთვის ნაყინის არომატით. ყველა თაობას...

დეკემბერი 5, 2022

ყველაზე სასარგებლო ტკბილეული თქვენი მოხდნილი ფიგურისთვის👍

დეკემბერი 4, 2022

გაზვიადების გარეშე მინდა ვთქვა – ეს არის საუკეთესო...

დეკემბერი 3, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 2

    სვით ეს სასმელი დღეში ორჯერ მთელი კვირის განმავლობაში ქოლესტერინის, თირკმლების დეტოქსიკაციისთვის და სახსრების სამკურნალოდ და ასევე მოიშორეთ დაკიდებული მუცელი!

  • 3

    ვურჩევ ყველას: მიირთვით ეს სალათი კვირაში ორჯერ მაგარი ძვლებისთვის და კარგი მხედველობისთვის!

  • 4

    აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

  • 5

    ის ყოველდღე სახეს კარტოფილის ნაჭრებით იწმენდს, გამიკვირდა მიზეზი რომ გავიგე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა