ჰაეროვანი ჩიზქეიქები ხრაშუნა ნამცხვრის ბალიშებზე – ეს არის ერთი ნახვით შეყვარება. მას დიეტურს ვერ უწოდებთ, მაგრამ შეიძლება ასეთ დახვეწილ ტკბილეულზე უარის თქმა, როცა ასე ლამაზად გამოიყურება.
შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვარიანტს, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანზეა მორგებული.
6 რჩევა იდეალური ჩიზქეიქის მოსამზადებლად
- ბევრი თვლის, რომ ყველაზე გემრიელი ჩიზქეიქი მზადდება სახლის ხაჭოსგან. იმისათვის, რომ კრემის კონსისტენციის გამოვიდეს, ერთმანეთში ურევენ ხაჭოს და მდნარ ყველს. დესერტი გამოდის მკვრივი.
- ათქვიფეთ მიქსერით ან ხელით საშუალო სიჩქარეზე. თუ ხაჭოს შეყვება ჰაერის ბუშტუკები, შეიძლება ჩიზქეიქი დაიბზაროს.
3. ნამცხვარი შეიძლება ტემპერატურის ცვლილების გამოც დაიმტვრეს, ამიტომ ოდნავ გამოხსენით ღუმელი და 20-30 წუთი დატოვეთ ასე, შემდეგ შეგიძლიათ გამოიღოთ.
4. აუცილებლად გააციეთ ჩიზქეიქი, შედგით რამოდენიმე საათით მაცივარში ან დატოვეთ მთელი ღამით. ცივი უფრო ადვილად დაიჭრება.
5. ოპტიმალური ფორმა ჩიზქეიქის გასახსნელია. ასე ადვილად შეძლებთ დესერტის გადმოღებას და არ დაზიანდება. თუ კარაქს წაუსვამთ ფორმას ძირზე და კედლებზე, ნამცხვარი თავისით ჩაგივარდებათ ხელში.
6. დაჭრისას რომ არ დაიფხვნეს და დანას არ მიეწებოს, დაჭერით სველი დანით.
ჩიზქეიქი ალუბლით
თქვენ დაგჭირდებათ:
150 გ ხაჭო
500 გ ახალი ან გაყინული ალუბალი
100 გ კარაქი
180 გ შაქარი
150 გ ფქვილი
1 პაკეტი ჟელატინი
- მოვამზადოთ ცომი. ასრისეთ ფქვილით გაცივებული კარაქი, დაამატეთ ხაჭო და 150 გრ შაქარი. შედგით მაცივარში ნახევარი საათით.
- მოვმზადოთ ალუბლის მასა. მოათავსეთ ალუბალი ქვაბში, დაამატეთ სუფრის კოვზი შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. წყლის გარეშე! ცალკე კონტეინერში, 15 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის მეოთხედ ჭიქა წყალში ჩაალბეთ ჟელატინი.
- დაველოდოთ ალუბლის ადუღებას, ჩავასხათ ჟელატინი, მოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. გააციეთ ბოლომდე.
- ცომი გაათხელეთ მრგვალ ფორმაზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი. ზედ მოაყარეთ ალუბლები წვენის გარეშე და შედგით მაცივარში ნახევარი საათით. შემდეგ მოასხით ალუბლის წვენიც. ისევ შედგით მაცივარში და მიირთვით რამოდენიმე საათის შემდეგ ცივი.
ჩიზქეიქი ატმით
თქვენ დაგჭირდებათ:
400 გრ ხაჭო
100 გ კარაქი
100 გ შაქარი
200 გ ტკბილი პეჩენია
2 ქილა დაკონსერვებული ატამი
200 მლ საკონდიტრო ნაღები (30% ცხიმი)
2 ს/კ. ჟელატინი
ვანილი
მომზადება:
1 ს/კ. ჟელატინს დავასხათ ნახევარი ჭიქა ცივი წყალი და გავაჩეროთ ნახევარი საათით.
დარჩენილი ჟელატინი დავასველოთ ატმის წვენში.
ნებისმიერი პეჩენია დაფხვენით, აურიეთ დარბილებულ კარაქში და გაშალეთ ფორმაში თანაბრად. შედგით მაცივარში 1-1,5 საათით.
წყალში დამბალი ჟელატინი დადგით ცეცხლზე, არ უნდა ადუღდეს, გახსენით კარგად და გააციეთ.
ნაღები შაქართან და ვანილთან ერთად კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ჟელატინი და მოასხით ნამცხვარს. შედგით ისევ მაცივარში.
სიროფიანი ჟელატინი დადგით ცეცხლზე, ურიეთ რომ გაიხსნას, ადუღებას რომ დააპირებს, გადმოდგით და გააციეთ.
დაწერით ნაჭრებად ატამი და დაალაგეთ ნამცხვარს ზემოდან, შემდეგ მოასხით სიროფიანი ჟელატინი. შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით. რაც დიდხანს იქნება მაცივარში, მით უკეთესი.
ხაჭო-ნაღების ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
ცომისთვის:
150 გ კარაქი
400 გ ტკბილი პეჩენია
ხაჭოს ფენისთვის:
400 მლ ნაღები
200 გ შაქარი
ვანილი
1 ს/კ. ჟელატინი
700 გ ხაჭო
ხილის ფენისთვის:
4 მარწყვი
1 კივი
1 პაკეტი ჟელე თქვენი საყვარელი არომატით.
დააბლენდერეთ ნებისმიერი ტკბილი პეჩენია. გამოდგება ყავის პეჩენიაც. შეაზილეთ დარბილებული კარაქი.
ფორმაზე გაშალეთ საკვების ცელოფანი, მოათავსეთ ზედ “ცომი” და თანაბრად გაშალეთ. შედგით ნახევარი საათით მაცივარში.
გახეხეთ ხაჭო ან დააბლენდერეთ.
დაალბეთ წყალში ჟელატინი. მანამდე ნაღები ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად და შეურიეთ ხაჭოს.
ხაჭო-ნაღების მასა წაუსვით ნამცხვარს და ისევ შედგით მაცივარში.
მოვრთოთ ჩიზქეიქი ხილის ფენით. მოამზადეთ ჟელე ინსტრუქციის მიხედვით. დაახლოებით 200 მლ გამოვა. 50 მლ გადაიღეთ ცალკე. დანარჩენი წაუსვით ნამცხვარს. ისევ მაცივარში დააბრუნეთ.
დაჭერით კივი და მარწყვი სქელ ნაჭრებად და ნამცხვრის შუაში დააწყეთ, გადაუსვით სქლად ჟელე და შედგით მაცივარში.
ჩიზქეიქი “ნიუ-იორკი”
ცომისთვის:
2 ს/კ. ხორბლის ქატო
2 კვერცხი
4 ს/კ. შვრიის ქატო
3 ს/კ. უცხიმო ხაჭო
შაქრის შემცვლელი გემოვნებით
გულსართი:
70 გრამი ყველი “ფილადელფია”
250 გ უცხიმო ხაჭო
3 კვერცხი
2 ს/კ. სიმინდის სახამებელი
ლიმონის წვენი და კანი
ცომის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი, რაც მისთვის არის გათვალისწინებული ერთმანეთში აურიეთ და სილიკონის ფორმაში გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. ფორმიდან არ გადმოიღოთ.
1 კვერცხის გული ათქვიფეთ, დაამატეთ შაქრის შემცვლელი, ყველი, ხაჭო, ლიმონის კანი და ნახევარი წვენი, სახამებელი, 2 მთლიანი კვერცხი. 1 კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ და ისე დაამატეთ ხაჭოიან მასას.
ფორმას ზემოდან მოასხით ეს მასა, თანაბრად გადაანაწილეთ ფირფიტაზე და 160 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში შედგით ღუმელში.
ნახევარი ლიმონის წვენს დაამატეთ ერთი კოვზი სახამებელი და გემოვნებით დამატკბობელი და წამოადუღეთ. მოასხით ზემოდან ჩიზქეიქს.
ქოქოსის ჩიზქეიქი
თქვენ დაგჭირდებათ:
600 გრამი ყველი
75 გ კარაქი
3 კვერცხი
300 გ შოკოლადის პეჩენია
2/3 ჭიქა შაქარი
450 გრ ახალი ან დაკონსერვებული ანანასი
0.5 ჭიქა ქოქოსის რძე
1 ჭიქა ქოქოსის ფანტელი
კარაქი გაადნეთ და გააციეთ. აურიეთ დაფხვნილ პეჩენიასთან ერთად, გაშალეთ თანაბრად ფორმაზე და 50 წუთით შედგით მაცივარში.
დაჭერით ანანასი კუბილებად.
ყველი შაქართან ერთად ათქვიფეთ. თითო-თითოდ დაამატეთ კვერცხი. ჩაასხით ქოქოსის რძე, ცაყარეთ ანანასი და 0,75 ჭიქა ქოქოსის ფანტელი, აურიეთ და ნამცხვარს ზემოდან დაასხით. გამოაცხეთ 160 გრადუსზე 45-50 წუთის განმავლობაში.
გამოცხობის შემდეგ მაშინვე არ გამოიღოთ, დააცადეთ ცოტა შეგრილდეს, ზემოდან ჩიზქეიქს მოაყარეთ დარჩენილი ქოქოსის ფანტელი.