დრო დაუნდობელია ისეთი მშვენიერი არსებების მიმართაც კი, როგორიც ქალები არიან. წლები მათ სახეს ამჩნევს ნაოჭებს და ლაქებს.
ეს პრობლემები ჩნდება უფრო ადრე მშრალი ტიპის კანზე, ამიტომ კოსმეტოლოგები გვირჩევენ რეგულარულად დავიტენიანოთ და ვკვებოთ კანი. ბუნებრივი ზეთები უკეთესად წყვეტენ ამ პრობლემას, ვიდრე ნებისმიერი ხელოვნური კრემები. ჩვენ წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ ზეთებს კანისთვის.
საუკეთესო ზეთები კანისთვის
1.ჟოჟობას ზეთი
ჟოჟობა არის ჩრდილოეთ ამერიკის უდაბნოს მარადმწვანე მცენარე. მისგან მოპოვებულ ზეთს უნიკალური შემადგენლობა აქვს.
იგი შეიცავს მჟავას, რომელიც აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და კანის ქსოვილის რეგენერაციას, რომელიც სასარგებლოა კანისთვის. მასში მოთავსებული კოლაგენი თითქმის ადამიანის მიერ წარმოებულის იდენტურია.
2. აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთი ხშირად გამოიყენება თმის, წარბების, წამწამების გაძლიერების მიზნით. მაგრამ თვალის გარშემო კანისთვის ძალიან სასარგებლოა. იგი შეიცავს მჟავებს, რომლებიც სწრაფად შეიწოვება. სხვა ზეთებისგან განსხვავებით, არ ქმნის ცხიმიან საფარველს სახეზე, როდესაც შრება.
3.ზეითუნის ზეთი
ეს არის უნივერსალური საშუალება, სასარგებლოა როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენების მიზნით. ზეითუნის ზეთი კვებავს კანს. გარდა ამისა, შეიძლება იყოს კომბინირებული სხვა კოსმეტიკასთან. მაგალითად, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ღამის კრემს.
4. ნუშის ზეთი
კიდევ ერთი პროდუქტი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ განუსაზღვრელი ვადით. იგი მდიდარია ცილითა და უჯერი ცხიმებით, რომლებიც ორგანიზმს შიგნიდან კვებავს. ასევე მის შემადგენლობაში შედის ცხიმიანი ხსნადი ვიტამინები, მაგნიუმი, კალციუმი და სხვა მინერალები, რომლებიც კვებავს კანს გარედან.
ნუშის ზეთს აქვს მცირედ მათეთრებელი მოქმედება. ის აცოცხლებს კანს და აღადგენს ტონს.
5. სელის ზეთი
განსხვავდება სხვა ზეთებისგან, რომელიც შეიცავს ცილებს. მას აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
სელის ზეთის რეგულარულ გამოყენებას კი ლიფტინგის ეფექტი აქვს. ამცირებს სახის ოვალს ოპერაციების გარეშე – რაზეც ბევრი ქალი ოცნებობს.
6. ვარდის ზეთი
ვარდის ზეთი შეიცავს თხუთმეტი სახეობის ცხიმოვან მჟავებს. მჟავების უმეტესი ნაწილი, ეპიდერმისის დამცავი ძალების გაზრდას უწყობს ხელს. ეს ზეთი ასევე მდიდარია ვიტამინით, რომელიც ებრძვის კანის ასაკობრივ ცვლილებებს და ვიტამინი C, რომელიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და კვებავს ჟანგბადით.
7. ქაცვის ზეთი
შეიცავს ფოსფოლიპიდებს, რომლებიც აღადგენენ ცხიმის მეტაბოლიზმს ქსოვილებში. მისი გამოყენების შემდეგ კანი არ გახდება ზეთოვანი და არ ბრწყინავს. იგი ასევე მდიდარია ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით, რომლებიც ანტისეპტიკურად მოქმედებენ.
ხილის მჟავას შეიცავს, რომელიც აწარმოებს გამაახალგაზრდავებელ და სამკურნალო ეფექტს: უცვლის კანს ფერს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აქრობს გაღიზიანებას.
8. ატმის ზეთი
ვიტამინები A და E, რომლებსაც შეიცავს ატმის ზეთი, ზრდის კანის გაახალგაზრდავებას, ნაზად ატენიანებს და ხდება გლუვი. ვიტამინი B15 აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში. გამოყენების შემდეგ კანზე შეხება ხდება სასიამოვნო და ხავერდოვანი, როგორც ატამი.
9. ქოქოსის ზეთი
მჟავები, რომლებსაც შეიცავს ქოქოსის ზეთი, აწარმოებენ რეგენერაციის ეფექტს კანზე. ფოლიუმის მჟავა და თიამინი ებრძვის გამონაყარს და აკნეს.
ასევე, ქოქოსის ზეთი გამოიყენება წვის წინააღმდეგ, როგორც მზისგან დამცავი საშუალება. იგი აღადგენს კანს უჯრედულ დონეზე.
რომელი ზეთი უკეთესია სახეზე, თქვენ გადაწყვიტეთ. ყველა მათგანი ბუნებრივია, ამიტომ არ გამოიწვევს რაიმე ზიანს. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ აისახება კანზე მათი გამოყენება. გამოყენების შემდეგ, ის უნდა გახდეს უკეთესი, უფრო ელასტიური, გლუვი და სასიამოვნო უნდა იყოს კანზე შეხება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – არ უნდა გახდეს ცხიმიანი.
ქალების უმრავლესობა უპირატესობას ქოქოსის და ზეითუნის ზეთებს ანიჭებს. ალბათ იმიტომ, რომ უფრო გავრცელებული და იაფია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საუკეთესო შეიძლება იყოს ხელმისაწვდომიც.