• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარიასაკითხავი

7 გზა თევზის იდეალურად შესაწვავად – შიგნიდან რბილი და წვნიანია, გარედან კი ხრაშუნა და ოქროსფერი.

by ekaterine თებერვალი 26, 2019
თებერვალი 26, 2019

თევზის შესაწვავად ერთ-ერთი გზაა ბევრ ზეთში შეწვა, მეორე კი – თხევად ცომში ამოვლება. მეორ ვარიანტი უფრო მომგებიანია, რადგან ამოსავლები მასა თევზს ზედმეტი ცხიმის შეწოვისგან იცავს, თევზი ინარჩუნებს თავის წვენს და ძალიან გემრიელი გამოდის.

 

გარდა ამისა, თხევადი ცომი მომზადების პროცესში კერძს მოცულობაში ზრდის და უფრო ნოყიერს ხდის. თევზის შეწვის სხვადასხვა ვარიანტს შემოგთავაზებთ, ყველა მარტივი და სწრაფია.

ყველიანი თხევადი ცომი თევზის შესაწვავად

 

შემადგენლობა

3 ს/კ. მაიონეზი

4 კვერცხი

100 გრ მყარი ყველი

მარილი, წიწაკა გემოვნებით

ფქვილი

მომზადება

კვერცხები მაიონეზთან ერთად მსუბუქად ათქვიფეთ, დაამატეთ ყველი წვრილ სახეხზე გახეხილი. დაამატეთ მარილი, წიწაკა, ფქვილი და კარგად აურიეთ.

კარტოფილიანი თხევადი ცომი

 

შემადგენლობა

3 კარტოფილი

1 კვერცხი

2 ს/კ. ფქვილი

მარილი გემოვნებით

 

მომზადება

კარტოფილი გახეხეთ, დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და მარილი. კარგად აურიეთ.

თხევადი ცომი ჩინურად წითელი თევზის შესაწვავად

 

შემადგენლობა

1 კვერცხი

2 ს/კ. სიმინდის სახამებელი

მარილი გემოვნებით

სანელებლები გემოვნებით

მომზადება

ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და სანელებლებთან ერთად, დაამატეთ სახამებელი. თევზის ფილეს ნაჭრები  ამ წვენში ამოავლეთ და რეკომენდირებულია შეწვათ მაღალ ცეცხლზე. სხვათა შორის, ეს მასა კარგად შეეფერება პიკულირებული ქათმის ფრთებს.

ამოსავლები თხევადი ცომი ლუდით

 

შემადგენლობა

3 კვერცხი

200 გ ფქვილი

200 მლ მუქი ლუდი

0.3 ჩ/კ. მარილი

მომზადება

კვერცხის გულები გააცალკევეთ ცილისგან და ცალ-ცალკე ათქვიფეთ. გულებს დაამატეთ ლუდი და ფქვილი. ცილები მარილთან ერთად ათქვიფეთ გათეთრებამდე და ორივე მასა გააერთიანეთ.

თხევადი ცომი მინერალური წყლით

 

 

შემადგენლობა

4 კვერცხი

1.5 ჭიქა ფქვილი

0.5 ჭიქა რძე

0.5 ჭიქა მინერალური წყალი

0.5 ჩ/კ. მარილი

1 ჩ/კ. შაქარი

მომზადება

გააცალკევეთ ცილები და გულები. გულები ათქვიფეთ მარილით და შაქრით, შემდეგ დაასხით მინერალური წყალი და რძე. შეურიეთ ათქვეფილი ცილა. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და აურიეთ.

თხევადი ცომი კვერცხის გარეშე

 

შემადგენლობა

1 ჭიქა ფქვილი (ხორბალი ან ბარდა)

70 მლ წყალი

0.5 ჩ/კ. სოდა

მარილი გემოვნებით

მუსკატის კაკალი გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

მომზადება

შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი მარილი, სოდა, მუსკატის კაკალი (სურვილისამებრ) და წვრილად დაჭრილი მწვანილი. მშრალი ნარევს თანდათანობით დაასხით წყალი, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის ნიღებამდე.

ცილოვანი ცომი თევზის ამოსავლებად

ყველაზე ნაზი მოცემული რეცეპტებიდან

 

შემადგენლობა

4 კვერცხის ცილა

3 ს/კ. ფქვილი

1 ჩ/კ. წყლები

მარილი გემოვნებით

მომზადება

კვერცხის ცილები ათქვიფეთ მარილთან ერთად, დაამატეთ ფქვილი და წყალი.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები თევზის შეწვისას: მოათავსეთ ფილე მხოლოდ მაგრად გაცხელებულ ზეთში და არ განალაგოთ ძალიან მჭიდროდ ერთმანეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიელვრებიან ერთმანეთს, არ დააფაროთ შეწვის პროცესში სახურავი.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ მიიღოთ გემრიელი და არომატული კერძი. შეინახეთ რეცეპტები და გაუზიარეთ მეგობრებს სოც. ქსელში. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენ რა მეთოდს იყენებთ თევზის შეწვის დროს.

2
FacebookEmail
previous post
რჩევები, როგორ დაზოგოთ დრო სამზარეულოში მუშაობისას. გამოცდილი დიასახლისების და შეფ-მზარეულების ყველა სიბრძნე!
next post
დაიწვეთეთ ხელის გულზე 5 წვეთი და შეიზილეთ სახეზე. 15 დღეში ნაოჭების და ლაქების კვალიც არ დარჩება!

Related Articles

სასარგებლო სასმელი ორგანიზმის გასაწმენდად. სწორედ ეს ინგრედიენტები ასტიმულირებს...

ივლისი 7, 2022

მხოლოდ ამ სასმელის დახმარებით ვებრძოდი არანორმალურ მადას და...

ივლისი 7, 2022

პირველ ქილას მეორე დღესვე ვხსნი, რადგან მოთმენის უნარი...

ივლისი 5, 2022

ეს სოუსი უბრალო საჭმელსაც კი კულინარიულ შედევრად გადააქცევს!

ივლისი 5, 2022

გემოს და არომატის ფეიერვერკი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ....

ივნისი 22, 2022

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მაღაზიაში ნაყიდი ნაყინის ჯანსაღი ალტერნატივაა.

ივნისი 22, 2022

მდიდარი ნაღებისებრი გემო მაშინვე გაბრუნებს ბავშვობაში, როცა ნაყინი...

ივნისი 20, 2022

ცოტა ხნის წინ გამყიდველმა საბოლოოდ გაამხილა საიდუმლო. ახლა...

ივნისი 20, 2022

გვერდს ვერ აუვლი! უნივერსალური რეცეპტია ნატურალური ჟელეს მოსამზადებლად!

ივნისი 10, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    რომელი გოგო იქნება უფრო ლამაზი, როცა შემოტრიალდება? გააკეთე არჩევანი და გაიგე სრული სიმართლე შენს შესახებ.

  • 2

    სასწაული დიეტა აღმოვაჩინე დღეს, სულ რაღაც 14 დღე და მინუს 7 კილოგრამი

  • 3

    პირველ ქილას მეორე დღესვე ვხსნი, რადგან მოთმენის უნარი არ მაქვს 😂

  • 4

    ჰაეროვანი მოხარშული ცომის რეცეპტი, რომელზეც ჩემი ქმარი გიჟდება. რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა.

  • 5

    ეს სოუსი უბრალო საჭმელსაც კი კულინარიულ შედევრად გადააქცევს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC