გთავაზობთ დელიკატურ ტკბილეულს – ლიმონის პეროგს ვანილი არომატით.
გემრიელი დესერტები ყოველთვის კარგ განწყობას ქნის, რაც თავისთავად კეთილდღეობის გარანტიაა.
ლიმონის ნამცხვარი ირინა ალეგროვას რეცეპტით
შემადგენლობა
კარაქი 200 გ
ხორბლის ფქვილი 400 გ
კვერცხი 2 ცალი.
შაქარი 3 ჭიქა
ლიმონი 2 ცალი.
ვაშლი 3 ცალი.
ვანილი 1 პაკეტი
საცხობი პუდრი 0,5 ჩ/კ.
არაჟანი 2 ს/კ.
ციტრუსის ცედრა 1 ს/კ.
ჟელატინი 15 გ
სახამებელი 4 ს/კ.
მომზადება
მოვამზადოთ ცომი. გახეხეთ კარაქი, დააყარეთ 2 ჭიქა შაქარი, დაამატეთ საცხობი ფხვნილი, არაჟანი, ცედრა (ფორთოხალი ან ლიმონი), კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით, სანამ შაქარი მთლიანად დაიშალა. გაატარეთ ფქვილი საცერში და მოზილეთ ცომი. თუ აღმოჩნდება სველი, დაამატეთ ცოტა მეტი ფქვილი.
მოაყარეთ სამუშაო ზედაპირს ფქვილი და გადმოიღეთ ცომი. გაყავით ორ ტოლ ნაწილად. ერთი ნაევარი მოათავსეთ საყინულეში. ცხიმწასმულ ან ქაღალდ დაფენილ საცხობ ფორმაში გაათხელეთ ცომი. ფორმას გვერდებზეც წაუსვით ცხიმი.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
მოვამზადოთ გულსართი. დაჭერით ლიმონი კანიანად, ამოაცალეთ კურკები, დაასხით მდუღარე წყალი. გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ ჟელატინი და მოაყარეთ 1 ჭიქა შაქარი. მწვანე ვაშლი დაჭერით დიდ კუბიკებად.
გამომცხვარ ფირფიტას მოაყარეთ სახამებელი, ზემოდან დაჭრილი ვაშლი და ჟელატინიანი მასა. გამოიღეთ საყინულედან ცომი და დაახეხეთ ნამცხვარს.
170 გრადუს ტემპერატურაზე დააბრუნეთ ნამცხვარი 45 წუთით, როცა შევარდისფერდება, გასინჯეთ ხის ჩხირიტ და თუ ცომი არ ამოჰყვება, ლიამონიანი ნამცხვარი მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!