დიეტური კერძების რეცეპტები არც თუ ისე ბევრია, დესერტებზე რომ არაფერი ვთქვათ. ზოგჯერ გვინდა მივირთვათ რაღაც გემრიელი, დახვეწილი, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ მისი კალორიულობა. თქვენთვის გვაქვს კეფირის ჟელეს რეცეპტი, რომელიც თბილი ნაყინის სახელწოდებითაა ცნობილი.
დესერტში 100 გრამზე მხოლოდ 105 კკალორიაა. დიეტის დროს კეფირი ყველაზე სასურველი პროდუქტია. ის კარგად კვებავს ორგანიზმს, მაგრამ არ ლაგდება მასში ცხიმის სახით.
ინგრედიენტები:
კეფირი 400 მლ
ჟელატინი 1 ს/კ
ვანილი გემოვნებით
მომზადება:
ჟელატინს დაასხით სამი ს/კ თბილი წყალი და გააჩერეთ 5 წუთი. სურილისამებრ კეფირში გახსენით 1 ჩ/კ. თაფლი, მოურიეთ და თანდათან ჩაასხით ჟელატინი, დაამატეთ ვანილი.
მთელი ღამით დატოვეთ დესერტი მაცივარში.
ვანილი სჭირდება გემოსთვის. კენკრაც ძალიან სასიამოვნოს ხდის. ეს დესერტი ძალიან მოსწონთ ტკბილეულის მოყვარულებს და თან ერთი პლიუსიც აქვს: წონას ამცირებს.
კვირაში ერთი დღე მაინც თუ მიირთმევთ ორ ასეთ დესერტს კენკრით, დაიკლებთ 2 კილოგრამს. 1 ლიტრი კეფირი, 6 კივი და ორი ულუფა დესერტი – სულ ეს არის საჭირო ორი კილოს დასაკლებად.