POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

იტალიური ორცხობილა – კანტუჩი. დიდებული გემო და არომატი!

by ekaterine თებერვალი 10, 2019
თებერვალი 10, 2019

კანტუჩი – ორჯერ გამომცხვარი ნამცხვარია, გარეგნულად ჩვენთვის ცნობილ ორცხობილებს ჰგავს. მაგრამ პირველი ლუკმიდანვე მიხვდებით განსხვავებას –  რბილი ტექსტურის წყალობით, ის პირში დნება. იტალიაში კანტუჩის არამხოლოდ ყავასთან და ჩაისთან, არამედ, სადესერტო ღვინოსთანაც მიირთმევენ.

ინგრედიენტები

400 გრ ფქვილი

200 გრ შაქარი

3 კვერცხი

65 გრ კარაქი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1 მწიკვი მარილი

1 ჩ.კ. ვანილის შაქარი

150 გრ თხილი

60 გრ შოკოლადის წვეთები

მომზადება:

გამდნარ კარაქს შეურიეთ კვერცხი და შაქარი, ოდნავ ათქვიფეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილის შაქარი, შოკოლადის წვეთები და თხილი. კარგად მოზილეთ ცომი. ცოტათი წებოვანი გამოვა, მაგრამ ფქვილი არ დაუმატოთ, რადგან ტექსტურას და გემოს შეიცვლის.

 

დაყავით ცომი 3 ნაწილად. მიეცით “ძეხვების” ფორმა. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, მოათავსეთ ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

 

ოდნავ გააციეთ, დაჭერით დიაგონალებად 1,5 სმ სისქეზე. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე ჭრილების მხრიდან და კიდევ 10 წუთის განმავლობაში გამოაცხეთ.

 

მზა კანტუჩი შეახვიეთ პირსახოცში და გააციეთ.

 

თუ ცომს 2 ს.კ. კაკაოს დაუმატებთ, შოკოლადის კანტუჩს მიიღებთ. სუნელების დამატებაც შეგიძლიათ: დარიჩინი, ჯანჯაფილი, მუსკატის თხილი. მზა ორცხობილები შესანიშნავად ინახება მინის ქილებში 3 თვემდე. მოამზადეთ სიამოვნებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

0 FacebookEmail
previous post
ხილის კარაქი ჯანმრთელობისა და კარგი განწყობისთვის! ოცნების დესერტი ორიგინალური საუზმისთვის!
next post
ნამდვილი შედევრი, რომელიც გახდება თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი.

Related Articles

ლეგენდარული დესერტის არატრადიციული ვერსია. ალბათ ყველაზე სწრაფი მედოკია...

დეკემბერი 30, 2022

უფრო გემრიელი ვიდრე ზრაზი! ლიტვური კარტოფილის ზეპელინები ხორცით!👍

დეკემბერი 20, 2022

თავიდან რეცეპტზე გამეცინა, ახლა კი მხოლოდ ასე ვამზადებ!...

დეკემბერი 18, 2022

ამ კერძის სწორად მომზადების ერთი საიდუმლო არსებობს და...

დეკემბერი 11, 2022

უბრალოდ კარგი კერძი კი არა, არამედ ნებისმიერი სუფრის...

დეკემბერი 11, 2022

ამ დელიკატურ რძიან დესერტს დააფასებენ სიახლის მოყვარულები. ადვილი...

დეკემბერი 9, 2022

მთელი იუთუბი გუგუნებს ამ რეცეპტზე. პირადად რომ გადავამოწმე...

დეკემბერი 5, 2022

როგორც ბავშვობაში: კრემი ნამცხვრებისთვის ნაყინის არომატით. ყველა თაობას...

დეკემბერი 5, 2022

ყველაზე სასარგებლო ტკბილეული თქვენი მოხდნილი ფიგურისთვის👍

დეკემბერი 4, 2022

გაზვიადების გარეშე მინდა ვთქვა – ეს არის საუკეთესო...

დეკემბერი 3, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 2

    სვით ეს სასმელი დღეში ორჯერ მთელი კვირის განმავლობაში ქოლესტერინის, თირკმლების დეტოქსიკაციისთვის და სახსრების სამკურნალოდ და ასევე მოიშორეთ დაკიდებული მუცელი!

  • 3

    ვურჩევ ყველას: მიირთვით ეს სალათი კვირაში ორჯერ მაგარი ძვლებისთვის და კარგი მხედველობისთვის!

  • 4

    აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

  • 5

    ის ყოველდღე სახეს კარტოფილის ნაჭრებით იწმენდს, გამიკვირდა მიზეზი რომ გავიგე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა