დაბალკალორიული საკვები შეიძლება იყოს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიც. ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის მობრაწულა კეფირით – სწორედ ამის მშვენიერი მაგალითია.
ინგრედიენტები
500 გრ ბროკოლი
500 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
200 მლ კეფირი
50 გრ მაგარი ყველი
2 კვერცხის გული
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
აადუღეთ წყალი, დაამატეთ ცოტაოდენი მარილი, ჩაყარეთ კომბოსტო 1 წუთით.
შემდეგ ჩაყარეთ ბროკოლი და კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
ათქვიფეთ კეფირი, კვერცხის გული, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, მოათავსეთ კომბოსტო და ბროკოლი, მოასხით კეფირის მასა.
გახეხეთ ყველი და მოაყარეთ ბოსტნეულს.
შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
კერძი მაქსიმალურად დაბალკალორიული რომ გამოვიდეს, გამოიყენეთ 1%-იანი კეფირი. გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!