POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

“პორკეტა” – იტალიური ხორცის რულეტი პიკანტური გემოთი!

by ekaterine იანვარი 28, 2019
იანვარი 28, 2019

როგორც იტალიელები ამბობენ პორკეტას გარეშე ვერც ერთი დღესასწაული ვერ ჩაივლის.  პორკეტა საოცრად არომატული, წვნიანი და პიკანტური გემოთი გამორჩეული კერძია, რომლის სამშობლოსაც სწორედ იტალია წარმოადგენს. ეს არის ღორის ხორცის რულეტი სხვადასხვა სანელებელთან ერთად.

ინგრედიენტები:

1,5 კგ ღორის ხორცი (ბეჭის ნაწილი)

2 ს.კ. სალბი (შალფეი)

3 ს.კ. ფორთოხლის ცედრა

2 ს.კ. კამის დაფქული თესლი

2 ს.კ. როზმარინი

6 კბილი ნიორი

2 ჩ.კ. მარილი

3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ნახევარი ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა

მომზადება:

გარეცხეთ ხორცი. დათალეთ თხელ ნაჭრებად ისე, რომ ბოლომდე არ ჩაჭრათ. სქელი ადგილები დასერეთ დანით.

გამზადებულ ფენას მოაყარეთ მარილი და კარგად შეაზილეთ ზეითუნის ზეთი.

მოაყარეთ ზემოდან დაფქვილი წიწაკა, ქინძის დაფქვილი თესლი, როზმარინი, სალბი, დაჭყლეტილი ნიორი და ფორთოხლის ცედრა.

გადაახვიეთ რულეტივით. რომ არ დაიშალოს დაახვიეთ თოკი. შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით, უკეთესია თუ მთელი ღამით დატოვებთ.

გამოსაცხობად გამზადებული ხორცის რულეტი მოათავსეთ ღრმა საცხობ ფორმაში, ზემოდან ფუნჯის გამოყენებით წაუსვით ზეითუნის ზეთი და შედგით 230 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. 20 წუთის შემდეგ დაუწიეთ ღუმელის ტემპერატურა 120 გრადუსამდე და დატოვეთ რულეტი გამოსაცხობად კიდევ 1 საათით.

გამოღებამდე 10 წუთით ადრე შეახვიეთ ფოლგაში და ისევ შედგით 10 წუთით.

უგემრიელესი პორკეტა მზად არის!  იტალიური სამზარეულოს საკმაოდ ცნობილი ეს კერძი ძალიან წვნიანი და არომატულია, ხოლო სხვადასხვა სანელებლები მის გემოს კიდევ უფრო პიკანტურსა და გაჯერებულს ხდის. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!

0 FacebookEmail
previous post
თაფლისა და ხაჭოს ჩეხური ტორტი პრიალა შოკოლადის მინანქრით!
next post
ენდოკრინოლოგი გირჩევთ: “ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლის დროს აუცილებელია მიირთვათ დღეში მინიმუმ ერთი…”

Related Articles

ბავშვობის საყვარელი გემო! ❤️🤤

მარტი 14, 2023

აუცილებელი დესერტი აღდგომისთვის, რომელსაც ბებიაჩემის რეცეპტის მიხედვით ვამზადებ....

მარტი 14, 2023

სამზარეულოში ყოველთვის მაქვს ვაფლის ფირფიტების შეკვრა იმ შემთხვევისთვის,...

თებერვალი 16, 2023

ელექტროენერგიის გათიშვა არ არის საბაბი, რომ საკუთარ თავს...

თებერვალი 16, 2023

როდესაც ჯიბეებში ქარი გიქრის, ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგება!...

თებერვალი 16, 2023

ჩემი ბედნიერი ქორწინების საიდუმლო: სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და გემრიელი...

თებერვალი 16, 2023

ახლა კარაქის ნაცვლად ცომს სულ სხვა ინგრედიენტს ვუმატებ....

თებერვალი 14, 2023

ჩემი ბავშვები მხოლოდ ასეთ ხაჭოს ჭამენ. მეგობრების ბავშვებმაც...

თებერვალი 14, 2023

უკვე უდავოა, რომ ეს პროდუქტი ყველაზე ჯანსაღად მიიჩნევა....

თებერვალი 14, 2023

ასე ამზადებდნენ ბებიაჩემი და დედაჩემი. რეცეპტი ბავშვობიდან! 📝

თებერვალი 14, 2023
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ვიტამინების ნამდვილი ბომბი! ვიყენებ წელიწადში ორჯერ და პრაქტიკულად ავად აღარ ვხდები.

  • 2

    წონის დაკლების ამ პროდუქტმა შოკში ჩააგდო ქალები მთელ მსოფლიოში! წვავს ცხიმს რამდენიმე დღეში. უკვე გამოვცადე!

  • 3

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 4

    როდესაც დიეტაზე ვიყავი, ეს დესერტი ნამდვილი ხსნა იყო ჩემთვის. ახლაც ვამზადებ, რადგან ის არ ვნებს ფიგურას და გამოდის გასაგიჟებლად გემრიელი! 😍 🍌

  • 5

    ამ გემრიელ აკორდეონს ვაშლთან ერთად მესამედ ვამზადებ ერთ კვირაში. სწრაფი და უპრობლემო. 🥧

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა