ვაშლის შტრუდელის უმარტივესი რეცეპტი.

by ekaterine

ვაშლის შტრუდელი

დაგჭირდებათ:

 

მომზადება:

გაახურეთ ღუმელი 200 C-მდე

დაჭერით ვაშლი წვრილ ნაჭრებად და ჩაყარეთ ჯამში. დაამატეთ შაქარი, დარიჩინი და დაჭრილი ნიგოზი და კარგად მოურიეთ.

 

გაბრტყელებულ ფენოვანი ცომი, შუა ზოლზე დააწყვეთ ვაშლის მასა. გვერდებზე კი ცომი დაჭერით ზოლებად ისე, რომ ორივე მხარეს სიმეტრიულად და თანაბრად იყოს ზოლების ზომაც და რაოდენობაც. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზოლები ძალიან ღრმად არ დაჭრათ და ვაშლის მასასთან ძალიან ახლოს არ იყოს, თორემ შესაძლოა ვაშლის წვენი გარეთ გადმოიღვაროს.

 

თავდაპირველად გადაკეცეთ ცომის თავი და შემდეგ თანმიმდევრობით, მარჯვნიდან და მარცხნიდან დააწყვეთ ზოლები ერთმანეთის თავზე. ბოლოსაც, ცომი გადმოკეცეთ და ჩაამაგრეთ “ნაწნავში.”

 

შტრუდელი მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და შედგით ღუმელში გამოსაცხობად 25-30 წუთით. როდესაც ცომი ზემოდან გადაიბრაწება, შტრუდელი მზად არის.

Related Articles