მექსიკური ცხარე კერძი – ბურიტო.

by ekaterine

შემადგენლობა:

 

მომზადება:

ბურიტო მექსიკური კერძია და საკმაოდ ცხარეა, თუმცა თქვენ თავად შეგიძლიათ არეგულიროთ სიცხარე. სალსას სოუსის ყიდვის დროს დააკვირდით, რამდენად ცხარეა სოუსი.

შიგთავსი:

დაჭერით ქათმის ფილე პატარა ოთხკუთხხედ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ტაფა გაახურეთ საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ ქათმის ფილე. 2-3 წუთის შემდეგ დაამატეთ ხახვი (თუ ქათმის ნაჭრებმა წვენი გაუშვა, შეგიძლიათ ცეცხლს ცოტა მოუმატოთ, თუმცა მალევე დააბრუნეთ საშუალო დონეზე). ხახვი რომ ოდნავ მოითუშება, დაამატეთ დაჭრილი სტაფილო და ბულგარული წიწაკა. 3-4 წუთის განმავლობაში ჩაშუშეთ და პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ სიმინდი, მოხარშული ბრინჯი და მოხარშული ლობიო. თუ ლობიოს კონსერვს გამოიყენებთ, გირჩევთ გამოიყენოთ მექსიკურად შეზავებული ლობიო. კარგად მოურიეთ მასას. დაამატეთ პამიდორი და სალსას სოუსი. თქვენი გემოვნებით დაამატეთ ჩილი, პაპრიკა და/ან წითელი წიწაკა. ასევე თქვენი გემოვნებით დაამატეთ მარილი. გახეხეთ 150 გრ. სულგუნი და დაამატეთ მასას, კარგად მოურიეთ. ცეცხლზე გააჩერეთ მანამ, სანამ მასა არ წამოდუღდება.

ტორტილია:

ტორტილიას მომზადება არც თუ ისე ადვილია. ამისთვის საკმაოდ დიდი ღონეა საჭირო . ჯამში აურიეთ პურის და სიმინდის ფქვილი, დაამატეთ მარილი. კარგად აურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ყველა ინგრედიენტი. შუაგულში დაამატეთ ზეთი და კვერცხი. თანდათან შეურიეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. თუ ძალიან მშრალი გამოვიდა მასა, შეგიძლია ხელი ოდნავ დაისველოთ თბილი წყლით და ისე შეაშველოთ. 3-4 წუთის განმავლობაში უნდა მოზილოთ ცომი ისე, რომ საკმაოდ ელასტიური გახდეს.

გაბრტყელებისთვისაც დიდი ღონე და ნებისყოფაა საჭირო. გააბრტყელეთ ცომი ისე, რომ დაფაროს 20 სმ ხ 28 სმ ფართობის ფსკერი და დაახლოებით იგივე ზომის ზემოდან გადასაფარებლად. ჩააფინეთ გაბრტყელებული ცომი ცეცხლგამძლე ჭურჭელში ისე, რომ შუა ნაწილი მოაქციოთ ჭურჭელში. კოვზით დაამატეთ ბურიტოს შიგთავსი, რაც ტაფაზე მოვამზადეთ, შემდეგ ცომის ჯერ ერთი ნაწილი გადააფარეთ ზემოდან, შემდეგ მეორე. დარჩენილი სულგუნი გახეეხთ და ზემოდან მოაყარეთ ტორტილიას.

ღუმელში შედგით 200 C-ზე და გამოაცხვეთ 15 -20 წუთის განმავლობაში, ან სანამ ტორტილიას გვერდები არ დაიბრაწება.

ბურიტო შეგიძლიათ მიირთვათ დაჭრილ ბამიდორთან და არაჟანთან ერთად.

 

Related Articles