ეს კერძი გულგრილს მათაც არ დატოვებს, ვისაც ცხვრის ხორცი არ უყვარს. განსხვავებული სუნის და გემოს გამო – კერძი ძალზედ არომატულია!

by ekaterine

შემადგენლობა:

მომზადება:

ჯერ საჭიროა მოვამზადოთ ბატკნის ნეკნების მარინადი. ხორცის ნაჭრები ჩააწყვეთ ჯამში, მოაყარეთ მსხვილად დაფქული პილპილი და მარილი, ასევე მოაყარეთ ზა’ატარი, მოასხით 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად გადანაწილდეს ხორცზე. ჯამს ზემოდან გადააკარით ცელოფანი ან ფოლგა და შედგით მაცივარში მინიმუმ 8 საათით (თუ მოზრდილი ცხვრის ნეკნებს გამოიყენებთ, დრო კიდევ გაზარდეთ 12 საათამდე).

ზატარი,  არაბულად ქონდარს ნიშნავს. ასევე ქვია სანელებელსაც,  რომელიც ქონდარის გარდა კიდევ რამდენიმე სუნელისგან შედგება. თანაბარი რაოდენობით (მაგ. 1 ჩ.კ.) აურიეთ შემდეგი სუნელები: ბაზილიკი, ტიმიანი, ქონდარი, მაიორანი, ორეგანო, დაფქული ძირა , მოხალული სეზამის მარცვლები – თითოეულ სუნელის სახეობას ვამატებთ 1-1 ჩ.კ.-ს. კარგად მოურიეთ და ზატარი მზად არის. შეგიძლიათ შეინახოთ ნარევი და სხვა კერძებისთვისაც გამოიყენოთ. ჩამოთვლილი სუნელები იყიდება მსხვილ სუპერმარკეტებსა და ბაზრობებზეც.

როდესაც მარინადი მზად იქნება, გაახურეთ ღუმელი 205 C-მდე. ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოასხით 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი. დამარინადებულ ხორცს კარგად ამოურიეთ, რომ ჯამში დალექილი ინგრედიენტები ისევ თანაბრად გადანაწილდეს ხორცის ნაჭრებზე. დააწყვეთ ნეკნები ცეცხლგამძლე ჭურჭელში და შედგით ღუმელში 45-60 წუთის განმავლობაში (ხანგრძლივობა დამოკიდებულია ხორცზე).

ამასობაში მოვამზადოთ გარნირი. გამოვიყენე შვრიის ბურღული, რომელსაც ხშირად სალათებისთვისაც იყენებენ. მოხარშეთ  შვრიის ბურღული კოლოფზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით (საშუალოდ 5-8 წუთის განმავლობაში, მარილიან წყალში). ცალკე, გახურებულ ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ბოსტნეული 3-5 წუთის განმავლობაში, საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. ბოსტნეულის სახეობები შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სურვილის მიხედვით. დაამატეთ მოხარშული ლობიო (ძალიან უხდება წითელი ლობიო). მოაყარეთ დაფქული ქინძის თესლი, უცხო სუნელი და ცოტა ზა’ატარიც, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

 შვრიასთან ერთად შეგიძლიათ აურიოთ ჩაშუშული ბოსტნეული, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ამოიღეთ თქვენთვის სასურველ ჭურჭელზე და ზემოდან დააწყვეთ ხორცის ნაჭრები.

ეს კერძი გულგრილს არ დატოვებს არც იმათ, ვისაც ცხვრის/ბატკნის ხორცი არ უყვარს განსხვავებული სუნის გამო, რადგან კერძი საოცრად არომატული და გემრიელია.

Related Articles