• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

დაიწყეთ დღე გემრიელი და ნოყიერი საუზმით!

by ekaterine იანვარი 26, 2019
იანვარი 26, 2019

კრუასანები.

რეცეპტით გამოდის 15 ცალი კრუასანი.

ფქვილი – 350 გრ. + მოზელვის დროს რაც დაგჭირდებათ

მარილი – 1 ჩ.კ.

საფუარი – 1.5 – 2 ჩ.კ.

შაქარი – 50 გრ. +2 ჩ.კ.

კარაქი – 250 გრ.

კვერცხის გული – 1 ც.

მომზადება:

კრუასანის ცომის მომზადებას დაახლოებით 5-7 საათი ჭირდება, შემდეგ მაცივარში კიდევ დაახლოებით 5-8 საათი უნდა გააჩეროთ – შესაბამისად, გათვალეთ დრო, თუ კრუასანის გამოცხობას გადაწყვიტავთ. გირჩევთ დაიწყოთ საღამოს 6-7 საათზე, შემდეგ მთელი ღამე მაცივარში გააჩერეთ.

პატარა ჭიქაში ჩაყარეთ საფუარი და დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი. დაამატეთ იმდენი თბილი წყალი, რომ ჭიქა სანახევროდ გაივსოს. წყალი არც ძალიან გრილი უნდა იყოს და არც ძალიან ცხელი, თორემ საფუარი არ გაფუვდება. დააფარეთ ჭიქას პატარა თეფში და გააჩერეთ 3 – 5 წუთის განმავლობაში.

მანამდე, ჯამში კარგად აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი – ისე, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად გადანაწილდეს. როდესაც საფუარიც გაფუვდება, დაამატეთ ფქვილის მასას. ასევე დაამატეთ იმდენი თბილი წყალი, რაც საჭირო იქნება ცომის შესაკრავად. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური – ოდნავ უნდა გეკრობოდეთ ხელებზე.

ცომი გადმოიღეთ მშრალ, სუფთა ზედაპირზე და ზილეთ 10 წუთის განმავლობაში.

შეახვიეთ ცომი ცელოფანში და შენახეთ მაცივარში 1 საათით. ამასობაში, გამოიღეთ კარაქი მაცივრიდან და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ცომი მაცივარშია. 1 საათის შემდეგ, გამოიღეთ ცომი და გააბრტყელეთ დაახლოებით 50×60 სმ-ის ფართობზე, რაც შეიძლება თხელ ფენად.

გათხელებულ ცომს წაუსვით კარაქი და დაკეცეთ კონვერტივით. შეახვიეთ ცელოფანში  და შედგით მაცივარში 1 საათით.

1 საათის შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ ისევ რაც შეიძლება თხელ ფენად, შემდეგ გადაკეცეთ იგივენაირად,  თუმცა კარაქს აღარ ვამატებთ. შედგით მაცივარში ისევ 1 საათით. იგივე გაიმეორეთ კიდევ მინიმუმ 2-ჯერ, თუ დრო გექნებათ და 4-ჯერ გააკეთებთ კიდევ, უფრო კარგი იქნება.

ე.ი. თავდაპირველად, ახლად მოზელილ ცომს ვდებთ მაცივარში 1 საათით.

შემდეგ კარაქს ვუსვამთ, ვკეცავთ და ვაბრუნებთ მაცივარში 1 საათით.

შემდეგ ყოველი საათის გამოტოვებით, ვაბრტყელებთ, ვკეცავთ და ვაბრუნებთ მაცივარში მინიმუმ 4-ჯერ, სასურველია 6-ჯერ, თუ შეძლებთ.

შედგით ცომი მაცივარში და გააჩერეთ 5-8 საათის განმავლობაში (მთელი ღამე დატოვეთ მაცივარში).

შემდეგ, გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ ფენად. თუ კრუასანის საჭრელი ხელსაწყო გაქვთ, გადააგორეთ ცომზე და მიიღებთ გამოჭრილ სამკუთხედებს. თუ არადა  დაჭერით ცომი  მართკუთხედის ზომებად დანით, ან პიცის საჭრელით. თითოეული მართკუთხედი დიაგონალზე გაჭერით და მიიღებთ 2 სამკუთხედს.

გამოსაცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. გადაახვიეთ კრუასანი სამკუთხედის ძირიდან წვერისკენ და დადეთ საცხობ დაფაზე. კრუასანს გვერდები ოდნავ მოუხარეთ, რომ კრუასანიც ოდნავ რკალისებური გახდეს. გადახვევის დროს შეგიძლიათ ჩააყოლოთ კრუასანს შოკოლადის ჯოხები/ფილის ნატეხები. კრუასანი დაფაზე გააჩერეთ 1 -1.5 საათით – კრუასანი ფორმაში საგრძნობლად გაიზრდება, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დაფაზე დაწყობის დროს კრუასანებს შორის საკმაოდ მანძილი დატოვოთ.

გაახურეთ ღუმელი 200 C – მდე.

პატარა ჯამში გათქვიფეთ კვერცხის გული, გაურიეთ 3-4 ს.კ. წყალი და კარგად მოურიეთ. ფუნჯით გადაუსვით თხევადი მასა კრუასანებს.

შედგით კრუასანი ღუმელში გამოსაცხობად. ცხობის დროს, კრუასანები კიდევ უფრო გადიდდება. გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში – როდესაც კრუასანი კარგად დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ გააგრილეთ და მიართვით თბილი.  გაცილებით უფრო რბილი, ამავე დროს ფენოვანი და უფრო გემრიელია, ვიდრე ნაყიდი კრუასანი.

0
FacebookEmail
previous post
ლიმონის ფუმფულა ნამცხვარი, რომელიც თქვენი ფავორიტი იქნება დღეიდან!
next post
ეს კერძი გულგრილს მათაც არ დატოვებს, ვისაც ცხვრის ხორცი არ უყვარს. განსხვავებული სუნის და გემოს გამო – კერძი ძალზედ არომატულია!

Related Articles

მთავარი ინგრედიენტი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს გემრიელობას.

მაისი 19, 2022

აუცილებლად სცადეთ კონსერვის მომზადება ამ გზით. იმიტომ რომ...

მაისი 19, 2022

ზომიერად ცხარე, მჟავე და ძალიან გემრიელი. თუ ეძებთ...

მაისი 19, 2022

დანამდვილებით ვიცი, რომ ფხვიერი ხაჭოს ნამცხვარი ქიშმიშით შთაბეჭდილებას...

მაისი 15, 2022

დესერტის მომზადებას 30 წუთს ვუთმობ, კომპლიმენტებს კი გაცილებით...

მაისი 15, 2022

ნაყინი “პლომბირი” – ჩემი საყვარელი დესერტი ყველა სეზონზე!

მაისი 15, 2022

ადრე მაღაზიაში ვყიდულობდი, ახლა ჩემით ვამზადებ!

მაისი 13, 2022

როცა დესერტის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ არის, ყოველთვის...

მაისი 13, 2022

მადისაღმძვრელი ღვეზელი ცხარე შიგთავსით.

მაისი 11, 2022

ასე ვამზადებ ჩილის კეტჩუპით დამარინადებულ კიტრს.

მაისი 11, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 2

    მინუს 9 კილოგრამი თვეში – თქვენი ახალი რეალობა! წარმატების მისაღწევად ნამდვილად ღირს ცდა!

  • 3

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 4

    ყოველ დილით მიირთვით ეს საუზმე და მერწმუნეთ, ერთ თვეში თავს ვერ იცნობთ.

  • 5

    რომელია ფეხმძიმედ? გამოცანები, რომელთა შესრულებაც მხოლოდ მაღალი დონის ინტელექტუალებს შეუძლიათ.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC