• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

შოკოლადში ამოვლებული ფორთოხლის ჩხირები! რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი გემრიელი ორანჟეტის მომზადება სახლში შეიძლება და თან მარტივად!

by ekaterine იანვარი 26, 2019
იანვარი 26, 2019

ინგრედიენტები:

1 ც. ფორთოხლის ქერქი

შაქარი – 50 გრ.

შავი შოკოლადი – 150 გრ.

მომზადება:

ფორთოხლის ქერქი ძალიან არომატულია და ბევრი დესერტის მოსამზადებლად გამოგადგებათ. ერთ-ერთია “ორანჟეტები” – შოკოლადში ამოვლებული ფორთოხლის ჩხირები, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება.

ფორთოხალი დაჭერით ისე, რომ კანი არ დააზიანოთ (მაგალითად ოთხად გაჭერით ფორთოხალი და კანი ხელით შემოაცალეთ). შემდეგ, თხელი დანით, ფრთხილად აათალეთ თეთრი ნაწილი, და დატოვეთ მხოლოდ ყვითელი ქერქი. დაჭერით წვრილ ზოლებად.

ჩაყარეთ ფორთოხლის ჩხირები ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაღვარეთ წყალი, დაასხით ახალი წყალი და ისევ მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. მოხარშვა საჭიროა, რომ ფორთოხლის ჩხირებს მწარე გემო აღარ ქონდეთ, თუმცა ფორთოხლის არომატს ინარჩუნებენ.

გადაწურეთ და ცალკე ამოიღეთ ფორთოხლის ჩხირები.

ქვაბში, 50 გრ. შაქარს დაამატეთ 75 მლ. ცივი წყალი (ე.ი. 2 წილ შაქარს ვამატებთ 3 წილ წყალს), დადგით საშუალო ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ, რომ შაქარი მალე გაიხსნას. როდესაც შაქარი ბოლომდე გაიხსნება და მასა წამოდუღდება, დაამატეთ ფორთოხლის ჩხირები და კოვზით, ფრთხილად მოურიეთ, რომ სიროფმა ყველა ჩხირი დაფაროს. რამდენიმე წუთის შემდეგ ცეცხლს ძალიან დაუწიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე სულ 15 წუთის განმავლობაში და პერიოდულად, ფრთხილად მოურიეთ, რომ არ დააზიანოთ ჩხირები. 15 წუთის შემდეგ, სიროფის მასა საგრძნობლად შემცირდება.

ფრთხილად ამოიღეთ ფორთოხლის ჩხირები და დააწყვეთ საცხობ ქაღალდიან ზედაპირზე. ჩხირები გაშალეთ ისე, რომ სწორი ფორმა ქონდეთ და ერთმანეთს არ ეხებოდნენ. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.

 ქვაბში გაადნეთ შავი შოკოლადი. მასა რომ ერთგვაროვანი გახდება, ამოავლეთ ფორთოხლის ჩხირები და შოკოლადიანი ჩხირები დააწყვეთ ფოლგიან ზედაპირზე. შეგიძლიათ ჩხირები ბოლომდე ამოავლოთ შოკოლადში, ან ბოლოს დაუტოვოთ ადგილი (ამოსავლებადაც უფრო მარტივია და ვიზუალურადაც ეფექტურია)

შედგით მაცივარში შოკოლადიანი ჩხირები და გააჩერეთ 2 საათი მაინც. შეგიძლიათ მიართვათ როგორც დესერტი, ან მიართვათ რამდენიმე ჩხირი ჭიქა ყავასთან ერთად – რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი გემრიელი ორანჟეტის მომზადება სახლში შეიძლება და თან მარტივად!

0
FacebookEmail
previous post
ათობით ხაჭოს დესერტი ვცადე და დავრწმუნდი, რომ ეს ყველაზე საუკეთესოა!
next post
ნუშის უგემრიელესი რულეტი ჯემით!

Related Articles

ამ გემრიელ აკორდეონს ვაშლთან ერთად მესამედ ვამზადებ ერთ...

აგვისტო 12, 2022

ვფიქრობ, რომ ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს ასეთი რეცეპტი....

აგვისტო 12, 2022

ვიღებ ჭიქა კეფირს და 10 წუთში ვამზადებ ხრაშუნა...

აგვისტო 11, 2022

ასეთ ნაყინს მაღაზიაში ვეღარ ნახავ. აი რატომ ვაკეთებ...

აგვისტო 9, 2022

ჩვეულებრივი სენდვიჩიც კი მასთან ერთად უკვე პატარა კულინარიული...

აგვისტო 7, 2022

ამ მიქსის გემო ბავშვობიდან მახსოვს და დღემდე მომწონს....

აგვისტო 4, 2022

სანახაობრივი ჰაეროვანი ტკბილი დესერტი.

აგვისტო 3, 2022

საკონდიტრო მაღაზიები ასეთ გემრიელებს არ აკეთებენ! განსაკუთრებით ლამაზია...

აგვისტო 3, 2022

ჩვენმა ბებიებმა ეს რეცეპტი ზეპირად იცოდნენ! საკმაოდ დიდი...

ივლისი 31, 2022

გემრიელად გამოიყურება! და მისი უნაკლო შესრულებისთვის არ არის...

ივლისი 31, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    დედაჩემი ამ კერძს ისე გემრიელად ამზადებს, რომ შეიძლება თეფშიანად გადაგეყლაპოთ. დილით მიირთვით “მასტავა” და მთელი დღით დანაყრებული იქნებით.

  • 2

    დაემშვიდობეთ მუცლის ცხიმსა და ფეხების შეშუპებას. 7 დღეში მინიმუმ 7 კილოგრამით ნაკლები. დიეტა “წებოვანი”- ახალი სიტყვა დიეტოლოგიაში.

  • 3

    არასდროს ვყოფილვარ კოსმეტოლოგთან, მაგრამ სახეზე მიმიკური ნაოჭიც კი არ მაქვს! აი ბუნებრივი ლიფტინგის რეცეპტი ჩემგან!

  • 4

    ყველა ნაოჭი, ფორები და არათანაბრობა გააქრო. კანი ფაიფურივითაა. გაგიზიარებთ ჩემს აღმოჩენას!

  • 5

    სანელებელი, რომელიც ათზე მეტ ფარმაცევტულ მედიკამენტს ცვლის. რა შედეგი მისცა კურკუმამ ჩემს დედამთილს, რომელიც ყოველდღე სვამდა მას.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC