იდეალური ხაჭოს ტორტი: მსუბუქი, ნაზი, ჰაეროვანი, როგორც ღრუბელი.

by ekaterine

შოკოლადის ბისკვიტზე გამომცხვარი ხაჭოს ტორტი გამოდის ჰაეროვანი, ნაზი და მსუბუქი, როგორც ღრუბელი. მოსამზადებლად ძალიან ადვილია და ნებისმიერ დროს დაამშვენებს თქვენს მაგიდას. ორცხობილას და შოკოლადის ბისკვიტი პირდაპირ პირში დნება, ხაჭოს კრემს კი ჩვეულებრივი ხაჭოს გემოს ვერ შეატყობთ.

მასალა ბისკვიტისთვის:
320 გრ. ხორბლის ფქვილის პეჩენია
160 გრ. შვრიის პეჩენია
200 გრ. შავი შოკოლადი
140 გრ. კარაქი
კაკალი სურვილისამებრ
7 ს/კ რძე

მასალა კრემისთვის:

500-600 გ უცხიმო ხაჭო
500 მლ. 35%-იანი კრემი
10-12 ს/კ 10%-იანი კრემი
2,5 ს/კ ჟელატინი
1-2 ს/კ ლიქიორი
2/3 ჭიქა წყალი
ვანილი გემოვნებით

ორივე სახის პეჩენია დავამტვრიოთ, სურვილისამებრ დავამატოთ კაკალი ან მზესუმზირის მარცვლები, ბლენდერის საშუალებით დავფშხვნათ, დავამატოთ კარაქი და ავზილოთ.

მრგვალ ფორმაში მოვათავსოთ მიღებული მასა, დავტკეპნოთ და თანაბრად გავშალოთ.

შავი შოკოლადი დავამტვრიოთ დავამატოთ რძე და გავადნოთ, როცა დუღილს დაიწყებს, მოვასხათ ფორმაში მოთავსებულ მასას და მოვათავსოთ მაცივარში.

ათქვიფეთ ერთმანეთში ხაჭო, 6-7 ს/კ შაქარი და 10%-იანი კრემი.

ცალკე ჭურჭელში 35%-იანი კრემი კრგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 2-3 ს/კ შაქარი, ლიქიორი, ვანილი და ორივე კრემი შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ წინასწარ დამბალი ჟელატინი და 2-3 წთ. თქვიფეთ.

მაცივრიდამ გამოიღეთ ბისკვიტი, ზედ მოასხით ხაჭოს გამზადებული კრემი და ისევ მაცივარში შედგით კრემის გამაგრებამდე. ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ შოკოლადის მინანქრით ან გახეხილი შოკოლადით.

 

Related Articles