კარტოფილი, ხორცის ფარში, ცოტა ყველი და სანელებლები – მთელი ოჯახის სასიამოვნო ვახშამი მზად არის!
შემადგენლობა
საქონლის ფარში 200 გ
ბრინჯი 150 გ
კარტოფილი 500 გრ
სტაფილო 1 ც.
ხახვი 0.5 თავი.
წყალი 1 ჭიქა
არაჟანი 2 ს/კ.
მზესუმზირის ზეთი 2 ს/კ
მყარი ყველი 50 გ
მარილი გემოვნებით
შავი წიწაკა გემოვნოთ
პროვანულ მწვანილი გემოვნებით
ტომატის პასტა 1 ს/კ.
მომზადება:
გახეხეთ სტაფილო და ხახვი და მოშუშეთ. მოხარშეთ ბრინჯი.
ფარშს დაამატეთ მარილი, მოხარშული ბრინჯი, მოშუშული ბოსტნეული, აურიეთ და გააკეთეთ ბურთები.
ცხიმწასმულ ჟარონაში ჩააწყვეთ გუფთები, მათ შორის მოათავსეთ გაფცქვნილი და დაჭრილი კარტოფილი.
შედგით ღუმელში 20 წუთით 180 გრადუსზე. შეურიეთ არაჟანს წყალი, ტომატის პასტა, მარილი და პილპილი. გამოიღეთ ჟარონა, დაასხით ზედ სოუსი და მოათავსეთ უკან კიდევ 15 წუთის განმავლობაში.
გახეხეთ ყველი, მოაყარეთ და ისევ 5 წუთით შედგით.
მიირთვით მწვანილთან ერთად. ისიამოვნეთ უგემრიელესი კერძით და გაუზიარეთ მისი რეცეპტი მეგობრებსაც!