კარტოფილის უგემრიელესი ღვეზელი

by ekaterine

კარტოფილის ღვეზელი

ინგრედიენტები

350 გრამი კარტოფილის პიურე

1 ხახვი

1 ქათმის ფილე

200 გრ შამპინიონი

100 გრ მყარი ყველი

1 კვერცხი

100გრ ფქვილი

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

მომზადება

ხახვი დავჭრათ პატარა კუბიკებად და შევბრაწოთ ტაფაში. დაუმატეთ დაჭრილი ფილე და შეწვით სანამ მზად არ იქნება. სოკო დავჭრათ ოთხად და ცალკე ტაფაზე შევწვათ ოქროსფერამდე.

კარტოფილის პიურეს შეურიეთ კვერცხი და ფქვილი, საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ მარილი. მოათავსეთ პერგამენტით დაფარულ ზამბარის ფორმაში. გაანაწილეთ პიურე ქვემოდან გვერდებზე. დაამატეთ შემწვარი ბოსტნეული და სოკო. შიგთავსი მსუბუქად დატკეპნეთ ცომში.

ტაფას დააფარეთ ფოლგა და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ ფოლგა, მოაყარეთ ღვეზელს გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში კიდევ 10 წუთით. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

Related Articles