ღუმელში შემწვარი ქათმის ფრთების უნივერსალური რეცეპტი. გემოს საიდუმლო სწორედ ამ გლაზურშია.

by ekaterine

ღუმელში შემწვარ ქათამს უფრო არომატული და სასიამოვნო გემო აქვს. სწრაფადაც იწვება და ნაკლებ ცხიმს შეიწოვს. გეტყვით, რომ ასე შემწვარი არა მარტო ფრთები, არამედ ყველა ნაჭერი უგემრიელესი გამოდის.

გასწავლით ერთ ეშმაკობას. ქათამი რომ ხრაშუნა გამოვიდეს, მარილში აურიეთ საცხობი ფხვნილი და ისე მოაყარეთ ქათამს. შეწვისას წითელი და ხრაშუნა გამოვა. უფრო ზუსტად გასწავლით ერთ რეცეპტს:

შემადგენლობა

ქათმის ფრთები 1 კგ

მარილი 0.5 ჩ/კ. წიწაკა 0.5 ჩ/კ.

საცხობი ფხვნილი 2 ჩ/კ.

თაფლი 2 ს/კ.

ცხარე სოუსი 0.25 ჭიქა.

სოიოს სოუსი 0.25 ჭიქა.

ძმარი 1 ს/კ.

მომზადება

გარეცხეთ ქათმის ფრთები, დაწურეთ, მოაყარეთ ერთმანეთში არეული საცხობი ფხვნილი, მარილი და წიწაკა და გააჩერეთ 20 წუთი.

გრილზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყეთ ფრთები, შედგით ღუმელში 30 წუთით 210 გრადუსზე.

გამოიღეთ, გადმოაბრუნეთ ფრთები მეორე მხარეს და მოასხით გლაზური, რომელიც ასე მზადდება:

თაფლი, ცხარე და სოიოს სოუსი და 9%-იანი ძმარი აურიეთ. კიდევ 10 წუთით შედგით ღუმელში. გაუზიარეთ ეს საინტერესო რეცეპტი მეგობრებსაც!

Related Articles