სიახლე!! მადისაღმძვრელი და მეგაწვნიანი კერძი, რომელიც თავბრუდამხვევ არომატს აფრქვევს!

by ekaterine

წვნიანი კოტლეტი კარტოფილის “ქურთუკში”

დღეს გეტყვით როგორ მოვამზადოთ კატლეტები კარტოფილის „ქურთუკში“, რომლის მირთმევაც შეიძლება გარნირის გარეშე. ეს ხორცის ბურთულები გარეგნულად მადისაღმძვრელია, შიგნით მეგაწვნიანი და თავბრუდამხვევ არომატს აფრქვევს!

კოტლეტი მზადდება არატრადიციულად, მოდელირების გარეშე. არ არის საჭირო თითოეული პროდუქტის ჩამოყალიბება, რადგან დაფქულ ხორცს ოდნავ გავყინავთ, შემდეგ კი ნაჭრებად დავჭრით. ეს ნაჭრები ძალიან ადვილია ამოვავლოთ კვერცხში და შემდეგ კარტოფილში.   ამის გამო ის მოწითალო და ხრაშუნაა.

როგორ მოვამზადოთ კოტლეტი კარტოფილის “ქურთუკში”

ინგრედიენტები

დაფქული ღორის ხორცი 500 გრ

ხახვი 1 ც

კვერცხი 3 ც.

მყარი ყველი 150 გრ

ოხრახუში 20 გრ

ბულგარული წიწაკა 1 ც

კარტოფილი 500 გრ

ხორბლის ფქვილი 100 გრ

მზესუმზირის ზეთი 20 მლ

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

მომზადებულ დაფქულ ხორცს შეაზილეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, შავი პილპილი და მარილი, კარგად აურიეთ. მოათავსეთ მაგიდაზე ან დიდ საჭრელ დაფაზე საკვები ცელოფანი. გამზადებული ხორცი გადაუსვით ზედაპირზე დაახლოებით 2 სმ სისქეზე.

ყველი გახეხეთ, ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად, დაჭერით ოხრახუში. დაფქულ ხორცს ჯერ ყველი მოაყარეთ, შემდეგ წიწაკა და ოხრახუში. დაფქული ხორცი გადაახვიეთ რულეტად და შედგით საყინულეში 2 საათით.

მოამზადეთ ამოსავლები ინგრედიენტები: გახეხეთ კარტოფილი, ჩაყარეთ ფქვილი მოსახერხებელ ჭურჭელში, მარილი დაუმატეთ 2 კვერცხს და მსუბუქად ათქვიფეთ.

გამოიღეთ ხორცის რულეტი, მოხსენით ცელოფანი. დაფქული ხორცი დავჭრათ დაახლოებით 4 სმ სისქის ნაჭრებად.


თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ხელებით შემოახვიეთ კარტოფილი კატლეტის გარშემო.


კატლეტები მოვათავსოთ მზესუმზირის ზეთით გახურებულ ტაფაზე და შევწვათ 5-6 წუთის განმავლობაში თითოეულ მხარეს. მზად არის!

მიირთვით წვნიანი კოტლეტი ხრაშუნა „ ქურთუკში“ ბოსტნეულის სალათთან და აირანთან ერთად. ეს საკმარისი იქნება ნოყიერი ვახშმისთვის და შესანიშნავი საღამოს გასატარებლად. ასეთი ელეგანტური და მარტივი კერძის რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ, გაითვალისწინეთ!

Related Articles