“ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.” გადავწყვიტე გამოვაცხო დედაჩემის რეცეპტით, რომელიც ბავშვობას მახსენებს.

by ekaterine

ხაჭაპური მაწვნის ცომით

მასალა:

კარაქი 200 გ.

მაწონი 1 ქილა( 500 გ.)

ყველი 600 გ.

კვერცხი 3 ცალი

სოდა ძმარში გახსნილი

 

მომზადება

მაწონში ჩავასხათ სოდა-ძმრით, ცალკე ჭურჭელში ფქვილში ავსრისოთ შერბილებული კარაქი, შუაში ჩავაღრმავოთ და ჩავასხათ აფუებული მაწონი. მოვზილოთ ჩვილი ცომი. გავაჩეროთ 15 წუთით თბილ და არა ცხელ ადგილას.

მარილიანი ყველი გავხეხოთ ან ხორცსაკეპში გავატაროთ, შევურიოთ 1 ცალი კვერცხი.

ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად. თითოეული გავათხელოთ, მოვაყაროთ ყველი, პირი შევუკრათ კარგად, გადმოვაბრუნოთ, ოდნავ გავათხელოთ, ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

Related Articles