ადრე მეგონა, რომ ისინი მხოლოდ ფერით განსხვავდებოდნენ. საოცარი განსხვავებებია.

by ekaterine

რა განსხვავებაა ცუკინსა და ყაბაყს შორის

 

გასაგებია, რომ ღია მწვანე ან ყვითელი კანით ყაბაყი  ერთი ჯიშის ბოსტნეულია. ყველა მათგანი ეკუთვნის გოგრის ჯიშებს, მხოლოდ მწვანე შემოდის საჭმელად უფრო ადრე, ვიდრე მინდვრის დედოფალი. მაგრამ ამათში იმდენი მსგავსებაა, რამდენიც განსხვავება.

ცუკინი ჩვენი საზღვარგარეთელი სტუმარია, უფრო სწორედ იტალიური, ამიტომ ჩვენს სუფრებზე ყაბაყზე ცოტა გვიან გამოჩნდა. ძალიან ხშირად რეცეპტებში სწორედ ცუკინი გვხვდება და არა ყაბაყი. რატომ? მისი ზოგიერთი მახასიათებლის გამო. დღეს მათ შესახებ მოგიყვებათ.

რით განსხვავდება ცუკინი ჩვეულებრივი ყაბაყისგან?

გარეგნობა

ცუკინი ბუჩქის სახით იზრდება, ყაბაყის ღეროები მიწაზე ცოცავს. ცუკინის ფოთლებს, ქერქის მსგავსად, აქვს მდიდარი მწვანე ფერი, ზოგჯერ ზოლებით. ცუკინი შიგნიდან უფრო რბილი და ნაზია.

კაპრიზულობა ზრდის დროს

ცუკინს უყვარს ტენიანობა და მზე, ყაბაყი კი ძალიან კარგად იტანს ტემპერატურის მერყეობას. გარდა ამისა, ცუკინის ძირებში გვხვდება ხშირი სარეველა, იმ დროს, როცა ყაბაყის გაშლილი ფოთლების ქვეშ სარეველა არსად იზრდება. ცუკინი, ჩვეულებრივი ყაბაყისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად მწიფდება.

მომზადება

გასაკვირია, რომ ცუკინი ნედლადაც კი შეიძლება მიირთვათ. მისი კანი გაცილებით ნაზი აქვს, ამიტომ შეიძლება ის არ გაიფცქვნას. ყაბაყი კარგია ჩაშუშული ან შემწვარი, ცუკინისთვის კი საკმარისია 5 წუთიანი თერმული დამუშავება.

სასარგებლო თვისებები

ყაბაყი შეიცავს C ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას, კალიუმს და კაროტინს. ამ ბოსტნეულს ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებებს, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას. წონის დაკლებისთვის დიეტის მოყვარულებს შორის ყაბაყი გახდა საყვარელი ბოსტნეული დაბალი კალორიული შემცველობის გამო – მხოლოდ 27 კკალ.

საინტერესოა, რომ ცუკინს კიდევ უფრო ნაკლები კალორია აქვს, მხოლოდ 16. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული შეიცავს უფრო მეტ კაროტინს, ვიდრე სტაფილო. ღირს ჩანიშვნა!

თუ რეცეპტში ცუკინი შეგხვდათ და ხელთ ყაბაყი გაქვთ, აუცილებლად მოაცილეთ კანი ბოსტნეულს და ასევე გაზარდეთ მომზადების დრო რამდენიმე წუთით.

ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონათ სტატია. გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს!

 

Related Articles