სალათი “საახალწლო”-იმდენად გემრიელია, რომ ერთი არასდროს არის საკმარისი, ამიტომ ვამზადებ ორს ერთად.

by ekaterine

ქათმის სალათი დაკონსერვებული სოკოთი:

უფრო გემრიელია, ვიდრე “ოლივიე”

 

შემადგენლობა:

300 გ ქათმის ხორცი

300 გ დაკონსერვებული სოკო

250 გ კარტოფილი

30 გრ მაგარი ყველი

100 გრ მაიონეზი

5 კვერცხი

მწვანე ხახვი

რამოდენიმე კამა

მარილი გემოვნებით

კენკრა ან  ბროწეულის მარცვლები.

მომზადება:

მოხარშული ქათმის რბილი ნაწილები დაჭერით კუბილებად.

მოხარშული კარტოფილი, კვერცხის ცილა და გული  გახეხეთ ცალ-ცალკე სახეხზე. სოკო დაჭერით კუბიკებად. დაჭერით წვრილად მწვანე ხახვი. სასალათეში მოათავსეთ ჯერ კარტოფილი, მოვაყაროთ ცოტა მარილი, ცოტა მაიონეზი. შემდეგ მწვანე ხახვი, სოკო და ისევ ცოტა მაიონეზი მოვასხათ. მოვაყაროთ კვერცხის გული და ხორცი, მაიონეზი. ბოლოს ცილა და გახეხილი ყველი და 1-2 საათით მოვათავსოთ მაცივარში.

 

მაცივრიდან გამოიღეთ და ფრთხილად გადმოიღეთ დიდ თეფშზე. მორთეთ წიწვებით და ბროწეულით.

 

ეს სალათი წვნიანიც არის და ფუმფულაც, კარგად იჭრება. ერთი არასდროს არის საკმარისი, ამიტომ ვამზადებ ორს ერთად. სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ!

Related Articles