მოამზადეთ ჰაეროვანი და არომატული კრემი “რაფაელო”, რომლის გემოც ნაცნობია ბავშვობიდან.

by ekaterine

კრემი “რაფაელო”

შემადგენლობა:

70 გ ქოქოსის ფანტელები

400 გ შედედებული რძე

200 გ კარაქი

200 გ თეთრი შოკოლადი

 

მომზადება:

დაბალ ცეცხლზე გაადნეთ შოკოლადი და კარაქი, განუწყვეტლივ ურიეთ, რომ არ მიიწვას.

დაუმატეთ შესქ. რძე და ურიეთ.

 

ბოლოს დაამატეთ ქოქოსის ფხვნილი. სწორედ ის აძლევს კრემს არომატს და განუმეორებელ გემოს.

მომზადებული კრემი 3-4 საათით გააციეთ მაცივარში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორტის ან ნამცხვრის გასაფორმებლად.

 

გაგრილების შემდეგ, კრემი მზად არის. გემრიელი ნაღები “რაფაელო” კარგია თეთრ პურთან და ცხელი ყავასთან  ან ჩაისთან. რეცეპტი არის ძალიან მარტივი და დესერტი ძალიან გემრიელია!

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს ტკბილი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც.

Related Articles