ტკბილი ძეხვი – გემრიელი დელიკატესი, რომელიც არ ვნებს ფიგურას.

by ekaterine

ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ტკბილის გარეშე. ის აუმჯობესებს განწყობას, აადვილებს დილით გაღვიძებას, ტვინის ეფექტურად მუშაობას. ტკბილზე დამოკიდებულებას ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის, იწვევს ზედმეტი სანტიმეტრების გაჩენას.

 

აღმოვაჩინე გემრიელი ტკბილეული, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ შიშის გარეშე, ფიგურის დაუზიანებლად.

შემადგენლობა

250 გ ფინიკი

250 გ  გარგარის ჩირი

50 გრამი ნუშის გული

50 გ კეშიუ (მიწის თხილი)

50 გრ ნიგოზი

50 გ მზესუმზირის თესლი

100 გ სეზამი(სელი)

ერთი ფორთოხლის კანი

დარიჩინის ჩხირი

კარდამონი (ილი)

მომზადება:

ფინიკი (ინდისხურმა) გაასუფთავეთ კურკებისგან და გარგარის ჩირთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნიგოზი, თხილი, მზესუმზირა, ნახევარი სეზამი დახალეთ და შეურიეთ გატარებულ მასაში. დაუმატეთ  ცედრა, დარიჩინი, ილი და აურიეთ ხელით კარგად. გააკეთეთ ორი ან სამი ძეხვი და მოაყარეთ დარჩენილი სელის თესლი. გადაახვიეთ თითოეულს საკვები ცელოფანი და რამოდენიმე საათით მოათავსეთ მაცივარში. როცა ტკბილი მოგესურვებათ, მიირთვით ეს გემრიელი ტკბილეული. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან, ყავასთან ან უბრალოდ ისაუზმოთ ამ არაჩვეულებრივი ძეხვით.

 

Related Articles