• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ბევრი რეცეპტი ვცადე, მაგრამ ასე მომზადებულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. გადავწყვიტე არასდროს აღარ შევიძინო ხინკალი.

by ekaterine დეკემბერი 20, 2018
დეკემბერი 20, 2018

ძვე­ლი აღ­თქმის ხა­ნა­ში ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გა­მორ­ჩე­ულ პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ მზის ღვთა­ე­ბას, ქალ­ღმერთ “ბარ­ბა­ლეს”, იგი­ვე “ბარ­ბოლს”, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბო­და ასე­ვე ქა­ლე­ბის, დე­დობ­რი­ვი ძა­ლე­ბი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მფარ­ველ ღვთა­ე­ბად. სხვა­თა შო­რის, სიტყ­ვა “ბორ­ბა­ლი” პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა მზის ღვთა­ე­ბის – “ბარ­ბო­ლის” სა­ხელს.

კვი­რის დღე­თა­გან მზის დღედ ით­ვლე­ბო­და კვი­რა – დღე, რო­მელ­საც ძველ­ქარ­თუ­ლად ერ­ქვა “მზი­სა”, ანუ “სა­უფ­ლო”. ზამ­თრის მზის ბუ­ნი­ო­ბის დღეს – თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ლენ­დრით 21 დე­კემ­ბერს, იმარ­თე­ბო­და ქალ­ღმერთ ბარ­ბა­ლე­სად­მი მიძღ­ვნი­ლი დი­დი დღე­სას­წა­უ­ლი “ბარ­ბა­ლო­ბა” – რი­ტუ­ა­ლუ­რი ლოც­ვე­ბით, გა­ლო­ბით, ჰიმ­ნე­ბი­თა და ფერ­ხუ­ლით. ბარ­ბა­ლე­სად­მი მიძღ­ვნი­ლი იმ­ჟა­მინ­დე­ლი სიმ­ღე­რა ახ­ლაც არის შე­მო­ნა­ხუ­ლი ქარ­თულ ხალ­ხურ ეპოს­ში: “მზე ში­ნა და მზე გა­რე­თა, მზევ შინ შე­მო­დი­ო”. ბარ­ბა­ლეს უძღ­ვნიდ­ნენ რი­ტუ­ა­ლურ შე­სა­წი­რავს: რძის ფა­ფას, ხა­ჭა­პურს და რა თქმა უნ­და, ისეთ უძ­ვე­ლეს ქარ­თულ კერძს, რო­გო­რი­ცაა მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ხინ­კა­ლი! ბარ­ბა­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლით იწყ­ე­ბო­და ძვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი წე­ლი…

ხინ­კა­ლი უნი­კა­ლუ­რი კერ­ძი­ა, რად­გა­ნაც შე­ი­ცავს ქარ­თვე­ლი კა­ცის მე­ნი­უს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ კომ­პო­ნენტს: პურს, ხორცს, სხვა­დას­ხვა სა­ნე­ლე­ბელს. სა­ხინ­კლე ცო­მის­თვის ვარ­გი­სია ხორ­ბლის ფქვი­ლის სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბა: შა­ვი, რუ­ხი, თეთ­რი.

მასალა:

ღორის , საქონლის ან ცხვრის ხორცი –  1 კგ.

ხახვი –  5 თავი

კვერცხი – 1 ცალი

მწვანილი, ძირა, პილპილი, წიწაკა, მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ძროხის, ღორის ან ცხვრის ხორცის(შეგიძლიათ აურიოთ ცხვრის და საქონლის, ან ღორის და საქონლის ერთად, უფრო გემრიელი გამოვა) რბილი ნაჭერი დავჭრათ და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. ავურიოთ შიგ დანაყილი პილპილი,წიწაკა,  მარილი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი (დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა).

მოვზილოთ მაგარი ცომი ოდნავ მარილიანი ნახევარი ლიტრა წყლითა და კვერცხით.

რაც უფ­რო დიდ­ხანს იზი­ლე­ბა ცო­მი, მით უფ­რო ძარ­ღვი­ა­ნი ხდე­ბა და ხარ­შვი­სას ნაკ­ლე­ბად იშ­ლე­ბა, თან უფ­რო გემ­რი­ე­ლიც გა­მო­დის. ამ­ბო­ბენ, ხინ­კლის კა­ნი მო­ხარ­შვის შემ­დეგ რომ გლუ­ვი, კრი­ა­ლა და სა­სი­ა­მოვ­ნო შე­სა­ხე­და­ო­ბი­სა იყოს, ცო­მის მო­ზელ­ვამ­დე ფქვილ­ში უნ­და გა­იხ­სნას ერ­თი ათ­ქვე­ფი­ლი კვერ­ცხის წყალ­ხსნა­რი.

კარგად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრელით და კიდევ გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი ს/კ. მომზადებული ხორცის ფარში, მოვახვიოთ და ისე შევუკრათ პირი, რომ მოხარშვისას არ გაიხსნას.

მომზადებული ხინკლები ჩავყაროთ მარილიან ადუღებულ წყალში და ვხარშოთ. ქვაბი დროგამოშვებით ვატრიალოთ, რომ ხინკალი ძირზე არ მიეკრას. როცა ყველა ხინკალი წყლის ზევით ამოტივტივდება, კიდევ ხუთი წუთი ვადუღოთ და ქაფქირით ამოვალაგოთ.სუფრაზე ხინკალთან ერთად მივიტანოთ დაფქვილი პილპილი.

შეგიძლიათ მომზადებული ხინკალი, დაალაგოთ სათითაოდ სინზე და შედგათ ერთი საათით საყინულეში. შემდეგ მოათავსოთ საკვებ ცელოფანში და ისე შეინახოთ საყინულეში. როცა დაგჭირდებათ, გამოიღეთ, ცოტა ხანს დააყოვნეთ და მოხარშეთ.

 

 

0
FacebookEmail
previous post
წარმოუდგენლად ლამაზი ფიფქები ქაღალდისგან. შეიქმენით საახალწლო განწყობა სახლში.
next post
ამ კერძის უპირატესობა ისიც არის, რომ მარხვის დროს შეგიძლიათ თქვენი მენიუ მრავალფეროვანი გახადოთ.

Related Articles

გემოს და არომატის ფეიერვერკი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ....

ივნისი 22, 2022

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მაღაზიაში ნაყიდი ნაყინის ჯანსაღი ალტერნატივაა.

ივნისი 22, 2022

მდიდარი ნაღებისებრი გემო მაშინვე გაბრუნებს ბავშვობაში, როცა ნაყინი...

ივნისი 20, 2022

ცოტა ხნის წინ გამყიდველმა საბოლოოდ გაამხილა საიდუმლო. ახლა...

ივნისი 20, 2022

გვერდს ვერ აუვლი! უნივერსალური რეცეპტია ნატურალური ჟელეს მოსამზადებლად!

ივნისი 10, 2022

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა:...

ივნისი 4, 2022

მას შემდეგ რაც ამ კერძით ვახშმობას დავიწყებ, ვიცი...

მაისი 29, 2022

თუ თქვენც ისევე გიყვართ მარწყვი, როგორც მე, აუცილებლად...

მაისი 29, 2022

ამ დესერტმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. უფრო უკეთესია, ვიდრე...

მაისი 27, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ტკბილზე მოთხოვნილება ისე გამიქრა, აღარც კი მახსენდება და ვერც კი ვიგრძენი წონაში ისე დავიკელი.

  • 2

    დადასტურდა, რომ სოკოს ძალიან ეშინია ამ ეთერზეთების.

  • 3

    გაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და არასდროს დამივიწყებთ!

  • 4

    ცხიმის წვა მეხუთე დღიდან იწყება. აუცილებელია საუზმეზე მიირთვათ მხოლოდ ნახევარი…

  • 5

    ტუტოვანი საკვების ტოპ-ათეული, რომელიც ხელს უშლის სიმსუქნეს, ინსულტს და კიბოს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC