POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

აირჩიეთ რომელიმე ვარიანტი და მოამზადეთ ტრადიციული ინდაურის საცივი.

by ekaterine დეკემბერი 17, 2018
დეკემბერი 17, 2018

ინდაურს გემრიელი და საკმაოდ რბილი ხორცი აქვს. აღსანიშნავია, რომ თუ ქათმებში გემოთი მამალს დედალი სჯობს, ინდაურებში პირიქით, მამალ ინდაურს ბევრი უპირატესობა აქვს დედალთან შედარებით. მამალი ინდაურის ხორცი უფრო რბილი და მსუქანია, ზომითაც და წონითაც იგი უფრო დიდია და ხორციც ბევრად უფრო გემრიელი აქვს. საქართველოში ინდაური უფრო საცივად არის მიღებული. სხვა ქვეყნებში კი მრავალი სახის კერძს ამზადებენ მისგან. უფრო მიღებულია შემწვარი ან მოხარშული საწებლით ან სატენით.

ინდაურის საცივი (პირველი ვარიანტი ) იმერულად

მასალად საჭიროა:

ინდაური 1 ცალი

ხახვი 400 გ.

ხმელი ქინძი 1 ს/კ.

ხმელი უცხო სუნელი 1 ს/კ.

ნიორი 1 თავი

წიწაკა, მარილი, დარიჩინი, ძმარი გემოვნებით

ზაფრანა 1 ს/კ.

კვერცხი 2 ცალი

ნიგოზი 400-500 გ.

მომზადება:

კარგად გარეცხილი მსუქანი ინდაური ჩავდოთ დიდი ზომის ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი იმდენი, რომ ინდაურს ფარავდეს. დაახლოებით 40 წუთის ხარშვის შემდეგ ამოვიღოთ ნახარშიდან, მოვაყაროთ მარილი გარედან და შიგნიდან. ჯერ კიდვ ცხელი ინდაური წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ. შეწვა გრძელდება კანის შეწითლებამდე.

 

შემწვარი ინდაური გადავიტანოთ ლანგარზე. მის ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ 400 გრამი ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშულ ხახვს დავასხათ ნახარში და დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10-15 წუთი. ნიგოზი გავატაროთ ორჯერ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ სანელებლები და შევურიოთ ბულიონში. ვადუღოთ 20 წუთი. გადმოვდგათ, შევაციოთ და შევურიოთ კარგად გათქვეფილი 2 ცალი კვერცხის გული და თან განუწყვეტლად ვურიოთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. შემწვარი ინდაური დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავაწყოთ საცივისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და დავასხათ საცივის საწებელი, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იქნება.

ინდაურის საცივი

(მეორე ვარიანტი)აჭარულად

მასალად საჭიროა:

ინდაური

ხახვი – 400 გრამი

ნიგოზი – 4 ჩაის ჭიქა

კვერცხი – 3 ცალი

ნიორი, წიწაკა, ხმელი სუნელი, მარილი – გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ. ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული (ვლესოთ კარგა ხანს). შემდეგ ამაშივე ავურიოთ კარგად დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში. მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაცივოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაციებული წვენი.

ინდაურის საცივი

(მესამე ვარიანტი) გურულად

 

მასალად დაგჭირდებათ:

1 ინდაური,

½ ჩაის ჭიქა ძმარი,

200 გრ. ნიგოზი,

2-3 თავი ხახვი,

1 კბილი ნიორი,

1 ძირი ქინძი,

½ ჩაის კოვზი დარიჩინი,

3-4 მარცვალი მიხაკი,

წიწაკა და მარილი – გემოვნებით.

 

მომზადება:

გასუფთავებულ და გარეცხილ ინდაურს მოაყარეთ მარილი და შეწვით ღუმელში. ინდაურის თავ–ფეხი და კუჭ–ღვიძლი ცალკე ქვაბში ჩააწყეთ, დაასხით წყალი და მოხარშეთ.

ამ წვენიდან აიღეთ 3 ჩაის ჭიქა, აურიეთ შიგ ნახევარი ჩაის ჭიქა ძმარი, აადუღეთ, მერე მიუმატეთ დანაყილი ნიგოზი, დაკეპილი ხახვი, დანაყილი ქინძი, ნიორი, დარიჩინი, წიწაკა, მიხაკი, ერთად კარგად აურიეთ და აადუღეთ.

შემწვარი ინდაური დაჭერით ნაჭრებად, ჩააწყეთ ჭურჭელში, დაასხით ზედ მომზადებული ცხელი წვენი, დაახურეთ სახურავი, გააცივეთ და ისე მიიტანეთ მაგიდაზე.

 

0 FacebookEmail
previous post
ეს მარტივი წესები უზრუნველყოფს თქვენი პატარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
next post
აირჩიეთ საშობაო ბარათი და გაიგეთ რა გელით 2020 წელს.

Related Articles

ბავშვობის საყვარელი გემო! ❤️🤤

მარტი 14, 2023

აუცილებელი დესერტი აღდგომისთვის, რომელსაც ბებიაჩემის რეცეპტის მიხედვით ვამზადებ....

მარტი 14, 2023

სამზარეულოში ყოველთვის მაქვს ვაფლის ფირფიტების შეკვრა იმ შემთხვევისთვის,...

თებერვალი 16, 2023

ელექტროენერგიის გათიშვა არ არის საბაბი, რომ საკუთარ თავს...

თებერვალი 16, 2023

როდესაც ჯიბეებში ქარი გიქრის, ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგება!...

თებერვალი 16, 2023

ჩემი ბედნიერი ქორწინების საიდუმლო: სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და გემრიელი...

თებერვალი 16, 2023

ახლა კარაქის ნაცვლად ცომს სულ სხვა ინგრედიენტს ვუმატებ....

თებერვალი 14, 2023

ჩემი ბავშვები მხოლოდ ასეთ ხაჭოს ჭამენ. მეგობრების ბავშვებმაც...

თებერვალი 14, 2023

უკვე უდავოა, რომ ეს პროდუქტი ყველაზე ჯანსაღად მიიჩნევა....

თებერვალი 14, 2023

ასე ამზადებდნენ ბებიაჩემი და დედაჩემი. რეცეპტი ბავშვობიდან! 📝

თებერვალი 14, 2023
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ვიტამინების ნამდვილი ბომბი! ვიყენებ წელიწადში ორჯერ და პრაქტიკულად ავად აღარ ვხდები.

  • 2

    წონის დაკლების ამ პროდუქტმა შოკში ჩააგდო ქალები მთელ მსოფლიოში! წვავს ცხიმს რამდენიმე დღეში. უკვე გამოვცადე!

  • 3

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 4

    როდესაც დიეტაზე ვიყავი, ეს დესერტი ნამდვილი ხსნა იყო ჩემთვის. ახლაც ვამზადებ, რადგან ის არ ვნებს ფიგურას და გამოდის გასაგიჟებლად გემრიელი! 😍 🍌

  • 5

    ამ გემრიელ აკორდეონს ვაშლთან ერთად მესამედ ვამზადებ ერთ კვირაში. სწრაფი და უპრობლემო. 🥧

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა