გემრიელი ღვეზელების მომზადება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. როდესაც მინიმუმალური დრო რჩება ლანჩის ან ვახშმის მოსამზადებლად, ეს ღვეზელები ნამდვილი მაშველი გახდება თქვენთვის.
ღვეზელები გემრიელი გულსართით
კომბოსტოს და ხორცის ღვეზელი
ინგრედიენტები
1/2 თავი თეთრი კომბოსტო
400 გრ დაჭრილი ქათამი (ღორის ან საქონლის ხორცი)
1 ჭიქა კეფირი
1 ჭიქა მაიონეზი
3 კვერცხი
1 ჩ.კ. საცხობი სოდა ან ამაფხვიერებელი
8 ჭიქა ხორბლის ფქვილი
2 ს.კ. მცენარეული ზეთი
მარილი / სუნელი გემოვნებით
1 შეკვრა მწვანილი
მომზადება
წვრილად დაჭერით კომბოსტო და მდუღარე წყალში 1 წუთით გათუთქეთ, შემდეგ გადაწურეთ.
ფარში მცენარეულ ზეთში მოშუშეთ, დაამატეთ სანელებლები გემოვნებით.
შეურიეთ კომბოსტო, დაფქული ხორცი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.
შეურიეთ კეფირი, მაიონეზი, დაამატეთ სოდა და კვერცხი და ფქვილი. აურიეთ ნარევი, კარგად ათქვიფით ხელით ან მიქსერით.
ჩაასხით ცომის ნახევარი ცხიმწასმულ ფორმაზე. დააყარეთ გულსართი. ზემოდან დაასხით დარჩენილი ცომი. შემდეგ შედგით ღუმელში 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
თევზის ღვეზელი ბრინჯით
ინგრედიენტები
300 გრ ორაგული
1 კგ ცხიმიანი საფუვრიანი ცომი
2 კვერცხი
1 ჭიქა ბრინჯი
1 შეკვრა მწვანე ხახვი
მარილი / პილპილი გემოვნებით
1/2 ს.კ. შაქარი
1 ს.კ. მცენარეული ზეთი
მომზადება
მოხარშეთ ბრინჯი და კვერცხი.
გაათხელეთ ცომი და გაყავით 2 ნაწილად, თითოეული ნაწილი ოდნავ გააბრტყელეთ. გაშალეთ საცხობი ფორმა პერგამენტით, წაუსვით ზედაპირს კარაქი და ზემოდან მოათავსეთ ცომის პირველი ნაწილი, გვერდები გაუსწორეთ.
თევზის ფილე დავჭრათ თხელ ნაჭრებად, კვერცხი კუბიკებად, დავჭრათ ხახვი.
გაციებული ბრინჯი, მწვანე ხახვი, კვერცხიმოაყარეთ ცომის ზედაპირს. განათავსეთ თევზის ნაჭრები თავზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
გადააფარეთ დანარჩენი ცომი, შეუკარით კიდეები. წაუსვით ზედაპირზე მცენარეული ზეთი, დაჩხვლიტეთ ჩანგლით, რომ ორტქლი გამოვიდეს ცხობის დროს. მოაყარეთ შაქარი ღვეზელს, რომ შექმნათ გემრიელი ხრაშუნა ქერქი.
მოათავსეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. მოდით, მზა კერძი კიდევ 10 წუთი გავაჩეროთ და ისე მივირთვათ.
ღვეზელი სოკოთი
ინგრედიენტები
200 გრ ხორბლის ფქვილი
150 გრ კარაქი
3 კვერცხი
300 გრ თეთრი სოკო
200 გ გუდის ყველი
2 ცალი პრასი
1 ს.კ. სახამებელი
100 მლ ნაღები
100 მლ არაჟანი
მარილი, პილპილი გემოვნებით
2 ს.კ. ლ მცენარეული ზეთი
მომზადება
გაცერით ფქვილი, დაამატეთ მარილი. 100 გრ კარაქი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და დანით დავჭრათ ფქვილთან ერთად. დაამატეთ ორი კვერცხის გაცივებული გული. ცომი მოზილეთ, გადაიტანეთ პლასტმასის თასში და გააჩერეთ 20 წუთი.
დაჭერით პრასი და შეწვით ცოტაოდენი კარაქის და ზეთის ნარევში. მოათავსეთ თასში.
დავჭრათ თეთრი სოკო პატარა ნაჭრებად და შევწვათ იმავე ტაფაში კარაქში და მცენარეულ ზეთში.
გახეხეთ ყველი უხეშ სახეხზე. გახეხილი ყველის ნახევარი შეურიეთ ხახვს და სახამებელს.
ცომი გააბრტყელეთ დაგადაიტანეთ საცხობ ფორმაში. დაასწორეთ გადაკიდებული კიდეები. გააკეთეთ ხშირი ნახვრეტები ჩანგლით და გამოაცხვეთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე.
ათქვიფეთ ერთი კვერცხი ნაღებით და არაჟნით. მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ დარჩენილი ყველი, აურიეთ.
გამოიღეთ გამომცხვარი ცომი ღუმელიდან და დაადეთ თავზე ხახვისა და ყველის ნარევი. სოკო თანაბრად გაანაწილეთ ზემოდან. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მოასხით კვერცხის და კარაქის სახვევი.
ნამცხვარი გამოაცხვეთ 160 გრადუსზე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
ღვეზელი კარტოფილით და საირით
6 ს.კ. ხორბლის ფქვილი
250 გრ არაჟანი
250 გრ მაიონეზი
3 კვერცხი
1 ჩ.კ. სოდა
1 მწიკვი მარილი
350 გრ დაკონსერვებული საირა
1 თავი ხახვი
4 კარტოფილი
მწვანილი გემოვნებით
მომზადება
ათქვიფეთ კვერცხი სოდასა და მარილთან. ცალკე კონტეინერში, აურიეთ არაჟანი მაიონეზით, შემდეგ დაამატეთ კვერცხის მასას. ერთად ათქვიფეთ ყველაფერი.
დააცერით ფქვილი მიღებულ მასაში, კარგად აურიეთ. ცომის კონსისტენცია უნდა ჰგავდეს თხევად არაჟანს.
ხახვი წვრილად დაჭერით და დაკონსერვებული საკვები ჩანგლით გაწეწეთ. კარგად აურიეთ ისინი ერთმანეთში, დაამატეთ მწვანილი.
გაასუფთავეთ ნედლი კარტოფილი და გახეხეთ უხეშ სახეხზე.
ღუმელში გამოსაყენებელ ჭურჭელში, პერგამენტთან ერთად, დაასხით ნახევარი ცომი და თანაბრად გაანაწილეთ გულსართი: ჯერ კარტოფილი, შემდეგ კი ხახვი და მწვანილი. დარჩენილი ცომი დაასხით ღვეზელს და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, , 50-60 წუთის განმავლობაში.
ხორცის ღვეზელი კეფირით
ინგრედიენტები
2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
1 ჭიქა კეფირი
2 ს.კ. მცენარეული ზეთი
1 კვერცხი
0,5 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. სეზამი
400 გრ ღორის ხორცი
2 საშუალო ხახვი
1 კბილი. ნიორი
3 ს.კ. მწვანილი
3 ს.კ. ნაღები
მარილი / პილპილი გემოვნებით
მომზადება
კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ მარილით, დაუმატეთ კეფირი, სოდა, მცენარეული ზეთი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს რბილი, ოდნავ წებოვანი, მაგრამ არ უნდა ეკვროდეს ხელებს. მოზილეთ ცომი და დატოვეთ 20 წუთი.
დაფქვით ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში, ასევე ნივრის კბილი და ნახევარი ხახვი. დანარჩენი ხახვი დაჭერით თხელ ზოლებად, დაჭერით მწვანილი და დაუმატეთ ფარშს. რაც უფრო მეტი ხახვი იქნება შევსებაში, მეტად წვნიანი იქნება. დაუმატეთ ნაღები, მარილი, პილპილი და აურიეთ.
გაათხელეთ ცომი მაგიდაზე ერთ ნაწილად, ან გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ ორი პატარა გუნდა. ცომის სისქე დაახლოებით 8 მმ. განათავსეთ გულსართი ცენტრში, გაათანაბრეთ. მოიყვანეთ კიდეები შუაზე და კარგად შეკარით, ისე რომ გამოცხობისას წვენი არ გამოვიდეს.
გაათხელეთ მსუბუქად, სანამ წრე არ იქნება თანაბარი და ბრტყელი. გადაიტანეთ ღვეზელი ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. გააკეთეთ პატარა ხვრელი შუაში, რომ ორთქლი გამოვიდეს. წაუსვით ზემოდან ნაღები ან კვერცხი, ზემოდან მოაყარეთ სეზამის თესლი.
აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.გ ამოიღეთ მზა ხორციანი ღვეზელი, მოასხურეთ წყალი და პირსახოცი დააფარეთ 15 წუთის განმავლობაში.
რა სახის ღვეზელის გაკეთება გსურთ უახლოეს მომავალში? შეგვატყობინეთ კომენტარებში და აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტები. და არ უნდა დაგვავიწყდეს, გაუზიაროთ ინფორმაცია თქვენს მეგობრებს გემრიელი ღვეზელების გამოცხობის შესახებ.