არ გშიათ, მაგრამ უარს ვერ ამბობთ გემრიელ საკვებზე? პრობლემა სწორედ ამ ფაქტორებითაა გამოწვეული.

იდეალურია, როცა ადამიანი მაშინ ჭამს, როცა ორგანიზმიდან იღებს შიმშილის სიგნალს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ხშირად ვიკვებებით რეალური შიმშილის გრძნობის გარეშე, ეს კი არახელსაყრელია ჯანმრთელობისთვის და წონისთვის. რა შემთხვევაში ხდება ეს და რა გავაკეთოთ ამისთვის?

მხედველობითი სტიმული

შიმშილის გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ იმ შემთხვევებში, თუ ჩაიარეთ კაფის წინ ან საკონდიტრო მაღაზიასთან, ან ინტერნეტით დათვალიერებისას გადააწყდით უგემრიელესი კერძების რეცეპტებს. მაშინვე სურვილი გიჩნდებათ მოამზადოთ სასურველი საკვები და მიირთვათ. ფსიქოლოგები გვირჩევენ ასეთ სიტუაციებში არ ავჩქარდეთ, დინჯად ჩავუაროთ კაფეს, გადავიდეთ სხვა საიტზე, თუ რეალურად არ გრძნობთ შიმშილს, 15 წუთში გაგიქრებათ ჭამის სურვილი.

 

ხმის სტიმული

ხანდახან შეიძლება გაგახსენდეთ როგორ იწვის კატლეტი, როგორ ხრაშუნობს ჩიპსი და ძალიან მოგინდეთ მისი გასინჯვა. ამ შემთხვევაშიც არ ღირს აჩქარება, ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და თუ რამოდენიმე წუთში “მზაკვრული ხმები” შეწყდა, ე.ი. რეალურად არ ხართ მშიერი.

 

საკვების სუნი

შეიძლება მაღაზიებში სიარულის დროს იგრძნოთ სასიამოვნო არომატი, რომელიც იქვე ახლომდებარე საცხობიდან მოდის. ამ სტიმულს უწოდებენ ე.წ. იმპულსურ შეძენას. შეიძლება არ ფიქრობთ ჭამაზე, მაგრამ არ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ ამ მაცდუნებელ არომატს.

რჩევა იგივეა-დაელოდეთ, გადაიტანეთ ყურადღება სხვა საგნებისკენ, მშვიდად ჩაუარეთ იმ ტერიტორიას და გაგიკვირდებათ, ისე გაგიქრებათ ჭამის სურვილი.

 

გემოს სტიმული
ზოგჯერ გიჩნდებათ ტკბილი ან მარილიანი საკვების გასინჯვის სურვილი.  ეს არ არის შიმშილი, მხოლოდ წმინდა ემოციური ტრენინგია.
ექსპერტები ასეთ შემთხვევებში ურჩევენ სასურველი დელიკატების გასინჯვას, მაგრამ მინიმალური რაოდენობით, რათა არ დააზარალოთ თვენი ჯანმრთელობა.

 

დამხმარე ფაქტორი

ბევრი კომპიუტერთან მუშაობისას ან ფილმის ყურების დროს მიირთმევს ჩიპსებს, პოპ-კორნს, სენდვიჩებს, ბუტერბროდებს, არა იმიტომ, რომ შიათ, ეს უბრალოდ ჩვევაა. ამს არაფერი კარგი არ მოაქვს ჯანმრთელობისთვის. საქმის დროს დადგენილია, რომ ადამიანს ჭამის სურვილი არ უჩნდება, ჩვენ მექანიკურად ვაწვდით ორგანიზმს საკვებს და თან არაჯანსაღს, შედეგად ვიღებთ წონის პრობლემას.

დაიმახსოვრეთ: არ იკვებოთ სენდვიჩებით საქმიანობის პროცესში. გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება, თუ ნამდვილად მშიერი ხართ და სრულფასოვანი კვებისთვის დრო არ გაქვთ.

 

განრიგი

ხშირად ვჭამთ იმიტომ, რომ სამსახურში წასვლის წინ აუცილებელია საუზმობა, სამსახურში სხვებთან ერთად იძულებულები ვართ ჩვენც ვისადილოთ, საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გვიწევს ვახშმობა.

სპეციალისტები გვირჩევენ ვჭამოთ მაშინ, როცა გვინდა და არა იმ დროს როცა სხვები სადილობენ.

 

სტრესის ფაქტორი

სტრესის დროს ბევრ ადამიანს უჩნდება ნახშირწყლებით მდიდარი საკვების ჭამის სურვილი. ეს ნამდვილად დადებითად მოქმედებს, მაგრამ იძლევა დროებით შედეგს. თუ თქვენ აცნობიერებთ, რომ სტრესის გამო გსურთ ჭამა, დამშვიდდით, დალიეთ ჭიქა წყალი და შიმშილი აუცილებლად გაივლის.

 

ემოციური სტიმული

ზოგჯერ ვფიქრობთ რა სასიამოვნო გემო ჰქონდა ღვეზელს, რომელსაც ბავშვობაში გვიცხობდა ბებია ან გახსენდებათ ტორტის გემო, რომელიც ახლობლის ქორწილში მიირთვით. საშინელი სურვილი გიჩნდებათ  კიდევ გასინჯოთ. სინამდვილეში ჩვენ შიმშილის გამო კი არ ვფიქრობთ ამა თუ იმ საკვებზე, არამედ გვახსენდება მასთან დაკავშირებული სასიამოვნო მოგონებები. უბრალოდ გაესაუბრეთ ვინმეს ან დაკავდით რაიმეთი და ეს დააკმაყოფილებს თქვენს “ემოციურ შიმშილს”.

 

მოწყენილობა

მოწყენილი ხართ და გგონიათ გემრიელი საჭმელი ხასიათს გამოგისწორებთ? ცდებით, მოიკითხეთ მეგობრები, წადით სასეირნოდ, მთავარია გამონახოთ ალტერნატივა უაზრო სურვილის თავიდან ასაცილებლად.

 

გისურვებთ არანაირ ფაქტორს არ ემოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე და სულიერ სიმშვიდეზე.

 

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*