ღორის ნეკნები ბარბექიუ სოუსში

შემადგენლობა:

1 ლიტრი კეტჩუპი

100 გრ. ხახვი

15 გრ. ნიორი

80 გრ.  შაქარი

40 გრ. თაფლი

40 გრ. დიჟონის მდოგვი

10 გრ. ნივრის ფხვნილი

10 გრ. მდოგვის ფხვნილი

10 გრ. ვორჩესტერი

15 გრ. კაიენის წიწაკა

10 გრ. პაპრიკა

0.5 ლიტრი ლუდი

5 გრ. ჯანჯაფილი

მომზადება:

შევურიოთ ერთმანეთს ნივრის ფხვნილი, კაიენის წიწაკა, წითელი წიწაკა, პაპრიკა, მდოგვის ფხვნილი, შავი წიწაკა და მარილი. ეს ნაზავი წავუსვათ ღორის ნეკნებს ყველა მხრიდან. დავალაგოთ ფოლგაზე, ჩავასხათ ლუდი და შევფუთოთ. მოვათავსოთ ღუმელში 2 საათით 160 გრადუს ტემპერატურაზე.

მოვამზადოთ ბარბექიუ სოუსი: დავჭრათ ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი, მოვბრაწოთ ქვაბში ცოტაოდენ ზეთთან ერთად, დავამატოთ შაქარი (ყავისფერი), თაფლი, მდოგვი, კეტჩუპი და ვორჩესტერის სოუსი. მას შემდეგ რაც ნაზავი ადუღდება, გამოვრთოთ და გავწუროთ.

მომზადებული ნეკნები გადმოვიღოთ ტაფაზე, წავუსვათ ბარბექიუ სოუსი და ისევ დავაბრუნოთ ღუმელში 15-20 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე.

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*