ბებიების რეცეპტებით მომზადებული კერძი ყოველთვის გემრიელი და ჯანსაღია.

შემწვარი საკვები, ხორცეული, წვნიანები, მარცვლეულის ფაფები ჩვეულებრივზე გემრიელი გამოვა, თუ ქოთანში მოამზადებთ.

рецепты блюд в горшочках для запекания

ქოთანში მომზადებულ საკვებს ბევრი უპირატესობა აქვს. ჩვენი ბებიები და მათი ბებიები სწორედ ქოთნებში ამზადებდნენ უგემრიელეს და ჯანსაღ კერძებს.  ქოთანში ხომ საჭმელის მომზადება უცხიმოდაც შეიძლება. მისი კედლები ქმნის ორთქლის ეფექტს და კერძი კი არ იხარშება, არამედ იშუშება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ვიტამინებისა და მინერალების მაქსიმალურად შენარჩუნებას.

მეორე უპირატესობა ის არის, რომ ქოთანი იმპროვიზაციის უსაზღვრო საშუალებას იძლევა. მასში შეგიძლიათ ჩაალაგოთ ყველაფერი, რასაც მაცივარში ინახავთ. ხოლო ხორცის, ბოსტნეულის, ბურღულეულისა და საკმაზის შერევა, სხვადასხვა კომბინაციით არის შესაძლებელი. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

рецепты блюд в горшочках со свининой

და ბოლოს, ქოთნის კერძები საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია ახალბედებისთვისაც კი. მზადების დროს საკვებს მორევა არ სჭირდება და ის არასდროს არ იწვავს. მთავარი ის არის, რომ ყველა ინგრედიენტი მოათავსოთ  ქოთანში, დააფაროთ თავსახური და ცოტა ხნით შედგათ ღუმელში.

ქოთნის რეცეპტები
ჩანახი

ქართული სამზარეულო მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესოა და რესპუბლიკის მიღმა მოიპოვა ფართო პოპულარობა. ხაჭაპური და საცივი, ჩახოხბილი და ტყემალი, ლობიო და ხარჩო – ეს სიტყვები განსაკუთრებულად მადისაღმძვრელად ჟღერს.

рецепты блюд в горшочках с мясом

рецепты блюд запекания в горшочках

ინგრედიენტები:

 

700 გ ცხვრის ხორცი

100 გ დუმა

400 გ ბადრიჯანი

300 გ ტკბილი წიწაკა

500 გ მსხვილი პომიდორი

250 გ წვრილი პომიდორი

400 გ ხახვი

500 გ კარტოფილი

100 გ ნიორი

ერთი მწარე წიწაკა

150 მლ ზეთი

20 გ ქინძი

20 გ ოხრახუში

20 გ მწვანე ხახვი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

დაჭერით საკვები პროდუქტები: ხორცი საშუალო ნაჭრებად, ხახვი პატარა კუბებად, დუმა წვრილ ნაჭრებად. პატარა პომიდორი 6 ნაწილად, კარტოფილი და ბადრიჯანი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, წვრილად დავჭრათ მწვანილი.

рецепты блюд запеченные в горшочках

წინასწარ გააცხელეთ ტაფა, ჩაყარეთ დაჭრილი დუმა და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე  7-8 წუთის განმავლობაში. რაც დარჩება ამოიღეთ ტაფიდან.

მიღებულ ცხიმში ჩაალაგეთ ხორცი და შეწვით ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ კვლავ 10 წუთი. ხახვი და ხორცი ამოიღეთ ცხიმიდან.

рецепты блюд в горшочках со свининой

დაჭრილი ბადრიჯანი ჩაყარეთ ტაფაში, რომელშიც ხორცი მოშუშეთ, დაამატეთ ჩაის კოვზი მარილი და გააჩერეთ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფრად არ გახდება.

სოუსის მოსამზადებლად დააბლენდერეთ მსხვილი პომიდორი, ნიორი, 100 გ ტკბილი და ერთი მწარე წიწაკა.

рецепты блюд в горшочках с говядиной

ახლა დროა, ყველა ინგრედიენტი ქოთნებში ჩადოთ. გაითვალისწინეთ, რომ ქვაბში ხორცი და ბოსტნეული თანაბრად უნდა გაიყოს.

დაიწყეთ 2 სუფრის კოვზი სოუსით, შემდეგ მოაყარეთ 2 ჩაის კოვზი ქინძი, ოხრახუში და მწვანე ხახვი, შემდეგ კარტოფილი, ხორცი ხახვთან ერთად, პატარა პომიდორი, მარილი და წიწაკა, ტკბილი წიწაკა და ბადრიჯანი, ხოლო თავზე – კიდევ 2 სუფრის კოვზი სოუსი.

ქოთანი უნდა შედგათ ცივ ღუმელში. ჩართეთ 180 გრადუსზე და გამოაცხეთ 80-100 წუთის განმავლობაში.

ჩანახი ქოთანში მზად არის, გემრიელად მიირთვით!

рецепты блюд в горшочках в духовке

კარპატული კერძი ქოთანში 

рецепты блюд запеченных в горшочках

ინგრედიენტები

ერთი კილო კარტოფილი

ერთი კილო ღორის ხორცი

400 გ დაკონსერვებული ლობიო

ერთი ცალი ხახვი

400 გ დაკონსერვებული სოკო

400-600 გ კორეული სტაფილო

6 ს. კ. ტომატის სოუსი

მარილი, პილპილი და ნიორი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მომზადება

დაჭერით კარტოფილი საშუალო კუბებად და შეწვით ღრმა ტაფაში ოქროსფერამდე.

დაჭერით ხორცი კუბებად, დაქუცმაცებული ნიორი შეურიეთ ტომატის სოუსს. ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად.

როცა კარტოფილი ოქროსფერი გახდება, დაამატეთ მას ხახვი და ხორცი. აურიეთ, მოაყარე მარილი და პილპილი და ნელ ცეცხლზე შუშეთ ოთხი წუთი – ფერის შეცვლამდე. დაამატე სოკო, ლობიო, სტაფილო. აურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კვლავ 5 წუთი. მზა ნარევი ქოთანში გადაიტანეთ და შეავსეთ მისი 3/4.

ბულიონის მოსამზადებლად აიღეთ ორი ლიტრი წყალი, დაამატეთ დაფნის ფოთოლი, ტომატის სოუსი, პილპილი და ცოტა ოხრახუში. ნარევი აადუღეთ და ჩაასხით ქოთნებში.

დაახურეთ ქოთნებს თავზე და შედგით ცივ ღუმელში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთით. გემრიელად მიირთვით!

წიწიბურა ხორცით

рецепты блюд в горшочках в микроволновке

ინგრედიენტები

1 ჭიქა წიწიბურა

450 გ ღორის ხორცი

1 ცალი სტაფილო

2 ცალი ხახვი

1 ჩ. კ. წიწაკების ნარევი

0,5 ჩ. კ. ხმელი სუნელი

0,5 ჩ. კ. კურკუმა

2 ცალი დაფნის ფოთოლი

მომზადება

დაჭერით ხორცი, სტაფილო ზოლებად დაჭერით, ხახვი კი – კუბებად.

შეწვით ხორცი ოქროსფრამდე. დაამატეთ სანელებლები და მარილი, აურიეთ. ცალკე ტაფაზე მსუბუქად შეწვით ბოსტნეული.

ქოთნის ძირში ჩაალაგეთ ხორცი, დაფნის ფოთოლი, სტაფილო ხახვით და გარეცხილი წიწიბურა.

მოაყარეთ პილპილი და დაასხით ცხელი წყალი, რომელიც 2-3 სმ-ით უნდა ფარავდეს წიწიბურას.

დაახურეთ ქოთნებს თავზე და შედგით ცივ ღუმელში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთით. გემრიელად მიირთვით!

პელმენი ყველით ქოთანში

приготовить в горшочках в духовке

ინგრედიენტები

300 გ მზა პელმენი

500 მლ წყალი

50 გ მაგარი ყველი

1 ცალი სტაფილო

1 ცალი ხახვი

30 გ კარაქი

2 ს. კ. არაჟანი

1 ჩ. კ. მარილი

მომზადება

პელმენი მოხარშეთ მარილწყალში, ნახევრად.

წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო.

ბოსტნეული მოშუშეთ კარაქში.შეურიეთ პელმენი ბოსტნეულს და ჩაალაგეთ ქოთანში.

ქოთნები ნახევრად აავსეთ პელმენის ბულიონით.ზემოდან გადაანაწილეთ არაჟანი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.

დაახურეთ ქოთნებს თავზე და შედგით ცივ ღუმელში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

კარტოფილი სოსისით ქოთანში

что приготовить в горшочках с мясом

ინგრედიენტები

2-3 კარტოფილი

1-2 სოსისი

1/2 ხახვი

2 ს.კ. არაჟანი

2 ს.კ. სოკო

მარილი და პილპილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მომზადება

დაჭერით კარტოფილი ზოლებად და შეწვით ზეთში.

ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად, სოსისი კი – წრეებად.

ხახვთან ერთად მოშუშეთ სოკო და სოსისი.

ქოთნის ძირში ჩაასხით ცოტა წყალი, შემდეგ ჩაალაგეთ კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, ზემოდან სოკო და სოსისი ხახვით.

სოსისს ზემოდან დაასხით არაჟანი და შედგით ღუმელში ერთი საათით 140 გრადუს ტემპერატურაზე.

ბრინჯი ქოთანში ბოსტნეულით და ყველით

что приготовить в горшочках с картошкой

ინგრედიენტები

0,5 კილო ბრინჯი

1 ცალი სტაფილო

2 ტკბილი ბულგარული წიწაკა

1 ჭიქა მწვანე ბარდა

1 ჭიქა დაკონსერვებული სიმინდი

200 გ ბროკოლი

300 გ ყველი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

სტაფილო და ბულგარული წიწაკა დაჭერით პატარა რგოლებად. ბროკოლი დაყავით პატარა ყვავილედებად.

სტაფილოსა და წიწაკას დაამატეთ ბარდა, სიმინდი და ბროკოლი.

ბოსტნეული შეურიეთ ბრინჯს, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ქოთანს ძირზე და კედლებზე მოუსვით ზეთი და ჩადეთ მასში ბრინჯისა და ბოსტნეულის ნარევი. ქოთანი ბოლომდე არ გაავსოთ. ჩაასხით მასში ცხელი წყალი.

ბრინჯს მოაყარეთ მსხვილად გახეხილი ყველი.

დაახურეთ ქოთნებს თავზე და შედგით ცივ ღუმელში და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.

თევზი ქოთანში

 

приготовить в горшочках рыбу

ინგრედიენტები

500 გრ ზღვის თევზი

1 ხახვი

2-3 კარტოფილი

1-2 ს.კ. ტომატის პასტა

2 დამწნილებული კიტრი

2-3 ს.კ. ნაღები

ცხარე წითელი წიწაკა დანის წვერით

კარაქი

2 ს.კ. დაჭრილი მწვანე ხახვი

1 ჭიქა წყალი

მომზადება

კარტოფილი და კიტრი დაჭერით თხლად, თევზის ფილე დაჭერით კუბებად. ხახვი კი წვრილად.

ტაფაზე გაადნეთ კარაქი და შეწვით მასში ხახვი.

ოთხ ცალ ქოთანში ჩაალაგეთ შემწვარი ხახვი და უმი კარტოფილი. მოაყარეთ პილპილი და თითოეულში თითო ჭიქა წყალი ჩაასხით.

შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

შემდეგ გამოიღეთ ქოთნები,თითოეულს დაამატეთ ტომატ პასტა, თევზი და კიტრი. დაასხით ნაღები და მოაყარეთ მარილი. დააფარეთ ქოთნებს თავზე და კვლავ დააბრუნეთ ღუმელში 20 წუთით.

სუფრაზე მიტანის წინ კერძი მორთეთ მწარე ხახვით. გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ სტატია? აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში ეს მარტივი რეცეპტები, ისინი მადლიერები დაგრჩებიან!

 

 

 

Loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*