ეს რეცეპტი ამ ზაფხულის ჰიტად იქცევა. ასეთი ჯემი მეფეებსაც არ დასიზმრებიათ.

გინდათ ზამთრისთვის უჩვეულო და გემრიელი ქლიავის ჯემი? მაშინ შეინახეთ ეს რეცეპტი და მოამზადეთ ქლიავი ნიგვზით, რომელიც გონების მკვებავია. თქვენი სტუმრები არა მარტო თითებს ჩაიკვნეტენ, შეიძლება ქილა სულ გამოაცარიელონ. ეს ჯემი უხდება ოლადებს, ბლინებს, ნამცხვარს ან უბრალოდ მიირთვით ჩაისთან ერთად.

ჯემი ლამაზიც გამოგივათ, თუ მუქი ჯიშის ქლიავს გამოიყენებთ. კარგია თუ ფრთხილად გამოაცლით კურკებს. დარიჩინი ჯემს აძლევს უნიკალურ არომატს. დაამატეთ 0,5 ჩ/კ. დარიჩინი.

შემადგენლობა

ქლიავი 2 კგ

შაქარი 1,5 კგ

ბერძნული კაკალი 400 გ

დარიჩინი 1-2 ჩხირი ან დაფქვილი 0,5 ჩ/კ.

წყალი 1 ჭიქა

მომზადება

ქლიავი ორად გახლიჩეთ, კურკა გამოაცალეთ, ჩაყარეთ მურაბის თასში, დააყარეთ მოხალული ნიგოზი, დარიჩინი, შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე.

ადუღების შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და 20 წუთი ადუღეთ. პერიოდულად მოხადეთ ქაფი. ქლიავი უნდა დარბილდეს.

დარიჩინის ჩხირები ამოიღეთ ჯემიდან და მოხარშული ცხელ-ცხელი ჯემი ჩაასხით მშრალ სტერილურ ქილებში. მოხუფეთ, გადმოაბრუნეთ ქილები და თბილად შეფუთეთ. ასეთ მდგომარეობაში უნდა გაცივდეს.

коржики на сале

მისი ტკბილ-მჟავე გემო უხდება პეროგებს. წაუსვით ჯემს ათქვეფილი ნაღები ზემოდან და სრულფასოვან დესერტს მიიღებთ.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*