გემრიელი პეროგი არომატული ჩირით ყველა დიასახლისის ოცნებაა!

პეროგი შავი ქლიავის ჩირით

ინგრედიენტები:

200 გ ფქვილი

3 კვერცხი

100 გ კარაქი

50 მლ შავი მოცხარის ლიქიორი

2 ს. კ. რძე

200 გ ხაჭო

225 გ შავი ქლიავის ჩირი

85 გ შაქარი

30 გ თხილი

10 გ ვანილი.

 

მომზადება

ჩირი რამოდენიმე საათით დაალბეთ ლიქიორში. ( შეიძლება გამოიყენოთ არომატული ჩაი ან ტკბილი წვენი).

ათქვიფეთ კარაქი, დაამატეთ ფქვილი, 25 გრ. შაქარი, მოხალული დაფქვილი ნიგოზი, 1 კვერცხის ცილა, დაასხით რძე და მოზილეთ ცომი.

ცომი გაათხელეთ და მრგვალ ფორმაში მოათავსეთ. გვერდები ამოუწიეთ, რომ გულსართი არ გადაიღვაროს.

ხაჭოს დაამატეთ 60 გრ. შაქარი, ვანილი, 2 კვერცხი და ერთი გული და ათქვიფეთ მიქსერით.

ფორმაში მოთავსებულ ცომზე დაალაგეთ შავი ქლიავის ან ნებისმიერი ჩირი და დაასხით ხაჭოს გულსართი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.

Творожный пирог с черносливом

შეინახეთ შავი ქლიავის პეროგის რეცეპტი და არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ სხვებსაც.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*