შოკოლადის ბისკვიტი, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვანაირად მორთოთ!

შოკოლადის ბისკვიტი ტორტებისთვის

ამ ბისკვიტისგან მზადდება სხვადასხვა ტორტი. რთავენ კრემით, ათქვეფილი ნაღებით, სიროფით. სგუშონით ან მინანქრით. ალამაზებენ ხილით, ჩირით, თხილეულით, გახეხილი შოკოლადით ან ქოქოსის ფანტელებით.

შემადგენლობა

კვერცხი – 4 ცალი.

ფქვილი – 100 გრ.

კაკაო – 50 გრ.

შაქარი – 200 გრ.

საცხობი ფხვნილი – 0.5 ჩ/კ.

კარაქი – ფორმაზე წასასმელად.

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ბისკვიტი

იმისათვის, რომ გამოვაცხოთ სწორად ბისკვიტი, აუცილებელია ქათმის კვერცხი და ცილა და გული უნდა გავაცალკევოთ ერთმანეთისაგან.

ცილები მოვათავსოთ მაცივარში ცოტა ხნით, ცივი უფრო კარგად აითქვიფება. გულებს დავაყაროთ შაქარი.

ავთქვიფოთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე, უნდა მიიღოს ღია კრემისფერი. ჩავრთოთ ღუმელი 200 გრადუსზე.

ცილა ავთქვიფოთ ჯერ საშუალო, შემდეგ მაღალ სიჩქარეზე, დავამატოთ დარჩენილი 100 გრამი შაქარი და კვლავ ავთქვიფოთ. გადმობრუნებისას ცილა არ უნდა გადმოიღვაროს.

გავცრათ კაკაო და ფქვილი, დავამატოთ საცხობი ფხვნილი.

თხევადი მასები გავაერთიანოთ, დავამატოთ კაკაოიანი მასა და მოვურიოთ ფრთხილად. დიდხანს მორევა საჭირო არ არის, შეიძლება ბისკვიტი არ ამოვიდეს.

ცხიმწასმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი, დავუწიოთ ღუმელს 170 გრადუსამდე, გამოვაცხოთ 30-40 წუთი. შემდეგ გამოვრთოთ ღუმელი, მაგრამ ბისკვიტი 20-25 წუთი დავტოვოთ გამოხსნილ ღუმელში და ასე გავაციოთ, რომ არ ჩავარდეს.

გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაციოთ ფორმაში. ასეთი ბისკვიტი იჭრება 2-3 ნაწილად სიბრტყეზე. შეგვიძლია ნებისმიერი კრემი წავუსვათ და სურვილისამებრ გავალამაზოთ.

გემრიელად მიირთვით!

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*