წვნიანი, არომატული, გემრიელი ჩებურეკი.

შუააზიის ქვეყნების ტრადიციული სამზარეულო გამოირჩევა ცხარე და ხორციანი კერძების ფართო ასორტიმენტით. მათგან ერთ-ერთია ჩებურეკი. ეს რეცეპტი ძალიან საინტერესოა.

ჩებურეკის ცომი უნდა გათხელდეს ქაღალდივით, კეფირი ცომს ხდის ელასტიურს და რბილს, მასთან მუშაობა გაცილებით იოლი იქნება.

შემადგენლობა

ხორბლის ფქვილი 400 გ

კეფირი 1 ჭიქა.

კვერცხი 1 ც.

ხახვი 2 თავი

ძროხის ხორცის ფარში 500 გ

წყალი 5-6 ს/კ.

მზესუმზირის ზეთი 100 მლ

მომზადება

ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით მარილთან ერთად, დაამატეთ კეფირი, პორციებით დაამატეთ ფქვილი, აურიეთ.

ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე და მოზილეთ ელასტიური ცომი.

დააფარეთ ცომს სამზარეულოთ ტილო და გააჩერეთ 20 წუთით.

მანამდე მოამზადეთ გულსართი: ფარშს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, წყალი, წიწაკა და აურიეთ. ფარში ნებისმიერი ხორცის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ცომი 12 ნაწილად გაყავით. თითოეული დააგუნდავეთ. რამოდენიმე წუთის შემდეგ გაათხელეთ გუნდები, ჩადეთ შუაში გულსართი და გადმოკეცეთ. ნაპირი კარგად შეკარით, რომ წვენი გარეთ არ გადმოიღვაროს.

ჩაასხით ზეთი ტაფაში და შეწვით ჩებურეკები ორივე მხარეს. შემწვარი დადეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს.

მიირთვით ცხელ-ცხელი. შეგიძლიათ გააცხელოთ კიდეც. ასეთი ცომი სირბილეს არ კარგავს. გემრიელად მიირთვით!

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*