მობრაწული ბლინები უგემრიელესი სოუსით.

ინგრედიენტები

4 კვერცხი

200 გრ ფქვილი

40 მლ ზეითუნის ზეთი

500 მლ რძე

300 გრ ლორი

1 მწიკვი სოდა

30 გრ პარმეზანი

250 გრ ბეშამელის სოუსი

180 გრ მაგარი ყველი

1 მწიკვი მარილი

1 ს.კ. შაქარი

მომზადება

მოამზადეთ ბლინები. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და შაქარი. დაასხით რძე, ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად ათქვიფეთ მასა. დააფარეთ საკვების ცელოფანი და შედგით მაცივარში 30 წუთით. გამოაცხვეთ ბლინები მშრალ ტაფაზე.

დაჭერით ლორი და ყველი მცირე ნაჭრებად. მოათავსეთ თითო ნაჭერი ლორი და ყველი ბლინების ცენტრში. შეახვიეთ კონვერტივით.

მოათავსეთ კონვერტები ღრმა საცხობ ფორმაში, დაასხით ბეჩამელის სოუსი, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

ბეჩამელის სოუსი:

ინგრედიენტები:

კარაქი 50 გრ

რძე 500 მლ

ხორბალი ფქვილი 50 გრ

მარილი 0.5 ჩ/კ.

შავი პილპილი (დაფქვილი) 0.5ჩ/კ.

 

მომზადება:

კარაქი გავადნოთ, შევაზილოთ ფქვილი, ნელ-ნელა დავასხათ რძე და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, თან ვურიოთ. უნდა შესქელდეს. გავაგრილოთ და დავუმატოთ მარილი და პილპილი.

შეგიძლიათ გაწუროთ ან დააბლენდეროთ.

блинная запеканка с начинкой

Блинная запеканка с ветчиной и сыром

შესანიშნავი ბლინების მობრაწულა მზადაა! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*