ეს ნიღბები გამოიყენება თვალის გარშემო კანისთვისაც. გლუვი და დაჭიმული კანი 40 წლის ასაკშიც კი.

თვალი-სულის სარკეა. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მასთან ერთად თვალის კუთხეებში წარმოქმნილი ნაოჭები და მის ირგვლივ მუქი წრეებიც. თვალის გარშემო კანი საჭიროებს ყველაზე დელიკატურ მოვლას. მასზეა დამოკიდებული რამდენად ახალგაზრდულად გამოიყურება სახე მთლიანობაში.

ბევრი კრემი და სკრაბი ზიანის მომტანია, ჩვენ შემოგთავაზებთ სპეციალურ რეცეპტებს, რომელიც შეგიძლიათ თვითონ მოამზადოთ.

პირველი ნაოჭები ჩნდება 25 წლის ასაკიდან, მაგრამ შეგიძლიათ პროცესი შეანელოთ თუ სწორად გამოიყენებთ რესურსს.

დაიმახსოვრეთ, რომ ნატურალური კოსმეტიკა თქვენს ხელთ არსებული მთავარია კოზირია, არ იწვევს არანაირ უკუჩვენებას.

საჭიროა იცოდეთ როგორი ტიპის კანი გაქვთ, რომ სწორად შეარჩიოთ კოსმეტიკა. თუ მშრალი კანი გაქვთ, არ უნდა გამოიყენოთ ლიმონი, თუ ცხიმიანი – ფრთხილად იყავით ცხიმთან. კიტრი უნივერსალური საშუალებაა ყველა ტიპის კანისთვის.

არაჟნის ნიღაბი

დავიწყოთ დამატენიანებელი ნიღბით, რომელიც აუცილებელია ყველა სახის კანისთვის ყველა ასაკში. უკეთესია კანი მუდმივად დატენიანებული იყოს, რომ ნაკლებად გამოშრეს და ნაოჭებიც მცირდება.

თქვენ დაგჭირდებათ:

არაჟანი 2 ს/კ.

გახეხილი კიტრი 2 ს/კ.

აურიეთ ერთმანეთში და 15 წუთით დაიდეთ თვალების გარშემო.

ბალახეულის ნიღაბი

თქვენ დაგჭირდებათ:

კიტრი 1 ს/კ

პიტნა 1 ჩ/კ

ბაზილიკი 1 ჩ/კ

ყველაფერი დააქუცმაცეთ, აურიეთ კიტრის ან ალოეს წვენში. რამოდენიმე საათით გრილ ადგილას გააჩერეთ. წაისვით სახეზე და თვალების გარშემო და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

თაფლის ნიღაბი

თაფლი ითვლება ბუნებრივ მათეთრებელ საშუალებად. ის აქრობს სიწითლეს და პიგმენტაციას.

თქვენ დაგჭირდებათ:

თაფლი 1 ჩ/კ

გახეხილი კიტრი 1 ს/კ

თაფლი კვებავს კანს, კიტრი კი ატენიანებს.

 

ჩამოთვლილი ნიღბები შეგიძლიათ 25 წლის ზევით გამოიყენოთ. თავიდან აიცილებთ ასაკობრივ პრობლემებს და დიდხანს შეინარჩუნებთ კანის სილამაზეს.

თქვენ რომელ ნიღბებს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვვიზიარეთ კომენტარებში. გისურვებთ ახალგაზრდობას და სილამაზეს!

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*