ხრაშუნა და გემრიელი ბურბუშელა.

შემადგენლობა

6 კარტოფილი

ყველი 100 გრ.

ხორბლის ფქვილი 4 ს/კ.

კვერცხი 1 ც.

მარილი 2 ჩ/კ.

მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

კარტოფილი გაფცქვენით, მარილწყალში მოხარშეთ, როცა მოიხარშება, წყალი გადაწურეთ და ამოაშრეთ. გაციებული კარტოფილი და ყველი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ ათქვეფილი კვერცხის გული და ფქვილი. ხელით მოზილეთ ცომი.

გააცხელეთ ზეთი ტაფაზე. გაათხელეთ ცომი, დაჭერით 5 მმ სისქის,3-4 მმ სიგანის და 15 სმ სიგრძის ზოლებად. თითოეული გაჭერით შუაში ოდნავ. ფირფიტის ერთი ბოლო გაუყარეთ ჭრილში, სწრაფად ჩადეთ გახურებულ ტაფაში და ორივე მხარეს შეაწითლეთ.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*