ამ კერძის მომზადებაში რთული არაფერია და შედეგი გადააჭარბებს ყოველგვარ მოლოდინს! სურნელოვანი საუზმე უბრალოდ კი არ ქრება, არამედ ელვის სისწრაფით ქრება სუფრიდან! აუცილებლად დაწერეთ ეს რეცეპტი თქვენს სამზარეულოს წიგნში!
პომიდორი კორეულად
ინგრედიენტები
პომიდორი 2 კგ
ბულგარული წიწაკა 2 ც
ნიორი 2 ც
ჩილი წიწაკა 1 ც
ძმარი 100 მლ
მწვანილი 1 კონა
მზესუმზირის ზეთი 100 მლ
შაქარი 80-100 გრ
მარილი 2 ს.კ.
მომზადება
გაატარეთ ბულგარული წიწაკა, ცხარე წიწაკა და ნიორი ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში.
მიღებული მასა ჩაყარეთ თასში, დაუმატეთ მარილი, შაქარი, მცენარეული ზეთი, ძმარი და დაჭრილი მწვანილი, დაჭერით პომიდორი 2-4 ნაწილად.
3 ლიტრიან ქილაში ფენებად ჩააწყვეთ პომიდორი, თითოეულ ფენას მოასხით თხევადი მასა, ბოლოს დარჩენილი დაბლენდერებული მასა მოასხით და დაახურეთ თავსახური. მთელი ღამით დადგით მაცივარში.
ასეთი წვნიანი და პიკანტური საჭმლის მაცივარში შენახვა შესაძლებელია არა უმეტეს ერთი კვირისა, მაგრამ გარწმუნებთ, ის რამდენიმე დღის განმავლობაში აღარ დარჩება.