პეჩენიები 15 წუთში! 6 რეცეპტი – მარტივი, იაფი, ნოყიერი.

by ekaterine

ნამცხვარი 15 წუთში

ქოქოსის ნამცხვარი

ქოქოსი არის ნოყიერი კაკალი, რომელსაც აქვს ძალიან დელიკატური და სასიამოვნო არომატი.

 

შემადგენლობა:

100 გ ფქვილი

100 გ შაქარი

200 გ ქოქოსის ფხვნილი

2 კვერცხი

1 ჩ/კ. საცხობი ფხვნილი

მომზადება:

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ქოქოსის ფხვნილი. ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი და ავურიოთ კვერცხიან მასა, გავაკეთოთ ცომი. შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით.

წყალში დასველებული ხელით გავაკეთოთ პეჩენიები და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15 წუთით.

ვაშლის ნამცხვარი

 

შემადგენლობა:

120 გ შაქარი

2 გ ვანილი

4 კვერცხი

200 გ მარგარინი

500 გ ფქვილი

3 ვაშლი

10 გ საცხობი ფხვნილი

მომზადება

ავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი და ვანილი. დავამატოთ გამდნარი მარგარინი, ფქვილში არეული გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ.

ვაშლი გაასუფთავეთ, დაჭერიტ კუბიკებად და ცომს შეურიეთ.

ცხიმწასმულ ქაღალდზე მოათავსეთ კოვზით პატარ-პატარა ცომები და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთი გაწითლებამდე.

 

რძის ნამცხვარი

 

შემადგენლობა:

400 გ ფქვილი

200 გ შაქარი

100 გ კარაქი

1 კვერცხი

80 მლ რძე

0.5 ჩ/კ. საცხობი ფხვნილი

მომზადება:

მომზადება

შევურიოთ კარაქი დაშაქარი.

დაამატეთ კვერცხი, რძე, საცხობი ფხვნილი და აურიეთ.

შეურიეთ ფქვილი, მოზილეთ ელასტიური ცომი.

გააბრტყელეთ ცომი 7-10 მმ სისქის ფენად.

დავჭრათ სხვადასხვა ფორმის ნამცხვრები.

მოათავსეთ ნამცხვრები საცხობ ფურცლებზე და აცხეთ 180 გრადუსამდე 15 წუთის განმავლობაში.

შვრიის ორცხობილები

 

შემადგენლობა:

100 გ კარაქი

1 ჭიქა შაქარი

2 კვერცხი

1 ჭიქა შვრია

1 ჭიქა ფქვილი

თხილი გემოვნებით

ხმელი ნაყოფი გემოვნებით

მომზადება

ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხი, შვრია, დაუმატეთ თხილი, ჩირი გემოვნებით, სულ 2 ჭიქა ერთად. ბოლოს დაამატეთ ფქვილი და გააკეთეთ ნაზი ცომი.

გააკეთეთ პატარა ნამცხვრები და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

ბანანის ნამცხვარი

ბანანი არის ნოყიერი და შეიძლება გამოვიყენოთ წასახემსებლად, არის გემრიელი, სასარგებლო და არომატული.

 

შემადგენლობა:

2 ბანანი

1 ჭიქა ჰერკულესი

თხილი გემოვნებით

ქიშმიშით გემოვნებით

მომზადება

აურიეთ ბანანი და ჰერკულესი.დაუმატეთ თხილი და ქიშმიში. გააბრტყელეთ მასა, დაჭერით ოთხკუთხა ნაჭრებად და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთით.

ნამცხვარი “მადლენი”

 

საკმარისია ერთხელ გამოაცხოთ, რომ ბავშვები ყოველთვის მოგთხოვენ ამ დესერტს.

შემადგენლობა:

120 გ ფქვილი

2 კვერცხი

80 გ შაქარი

90 გ კარაქი

1 ს/კ. ლიმონის წვენი

მომზადება:

გაადნეთ კარაქი,დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და ათქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი, ლიმონის წვენი და გააკეთეთ ცომი. მადლენის ფორმაში ან თქვენ რომელი ფორმაც გსურთ, გამოაცხეთ პატარა ჩაის ნამცხვრები 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

ეს რეცეპტები დაგეხმარებათ ბევრ სიტუაციაში, ხარჯავთ ნაკლებ დროს და გჭირდებათ მინიმალური ინგრედიენტები.

Related Articles