უბრალოდ შარლოტა კი არა, “სამეფო შარლოტაა” კონკურენციის გარეშე!

by ekaterine

უბრალოდ შარლოტა კი არა, სამეფო შარლოტაა. მართლაც, ასეთი ნამცხვარი შეიძლება იქცეს დეკორაციად ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრისთვის.

 

სამეფო შარლოტა ქიშმიშით

თქვენ დაგჭირდებათ

600 გრ ხაჭო

3 კვერცხის გული

2 ს.კ. მანანის ბურღული

3 ს.კ. შაქარი

ვანილინი

1 ს.კ. სიმინდის სახამებელი

1 ჩ.კ. ლიმონის კანი

1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

50 გრ მდნარი კარაქი

3 კვერცხის ცილა

ერთი მწიკვი მარილი

ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

50 გრ ქიშმიში

70 გრ მოხალული ნიგოზი

100 გრ ლეღვი

70 გ ხმელი გარგარი

2 ს.კ. არაჟანი

შაქრის პუდრა დეკორაციისთვის

მომზადება

შეურიეთ ერთმანეთს მოსახერხებელ კონტეინერში ხაჭო, კვერცხის გული, შაქარი, მანანი, გამაფხვიერებელი, ვანილი, სახამებელი, ცედრა, ლიმონის წვენი და კარაქი. დააბლენდერეთ.

ათქვიფეთ ცილა ცალკე მარილით და შეურიეთ ხაჭოს მასას. ახლა შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში, ხმელი გარგარი, კაკალი და ლეღვი. ყველაფერი აურიეთ. შემდეგ მოამზადეთ ნებისმიერი ფორმა, რომელშიც თქვენ გამოცხობთ (ჩვენ გვაქვს მრგვალი), ის საკმაოდ დიდი უნდა იყოს. წაუსვით კარაქი და მოათავსეთ ხაჭოს მასა მასში. გაასწორეთ და წაუსვით არაჟანი.

რჩება მხოლოდ გამოცხობა! წინასწარ გააცხელეთ ღუმელი, სანამ მომავალ შარლოტას შიგნით მოათავსეთ. ტემპერატურა 160-170 გრადუსი უნდა იყოს. დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება, ან კიდევ ცოტათი მეტი. როდესაც მზა ნამცხვარი ოდნავ გაცივდება, თავზე მოაყარეთ შაქრის პუდრა!

 

Related Articles