ტკბილეულის მოყვარულთა ნამდვილი სამოთხე!

by ekaterine

უნგრულ ნამცხვარს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ცნობილმა კონდიტერმა ემილ ჟერბომ გამოიგონა და პირველად მოამზადა ეს დესერტი XIX საუკუნეში. სხვათა შორის, ბუდაპეშტში, მისი სახელობის კაფეში ეს გასაოცარი დესერტი კვლავაც მზადდება.

შევარჩიეთ რეცეპტის ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული ვარიანტი, რომელიც დღემდე შემორჩა.

ნამცხვარი “ჟერბო”

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 500 გ

კარაქი 200 გ

კვერცხი 2 ცალი

არაჟანი 250 გ

შაქარი ფხვნილი 100 გ

საფუარი 25 გრ

მარილი გემოვნებით

ლიმონის კანი გემოვნებით

გარგარის ჯემი 500 გ

ნიგოზი 400 გრ

შაქარი 200 გ

ვანილის შაქარი 1 ჩ / კ

რძიანი შოკოლადი 100 გრ

ნაღები 1 ს.კ.

რძე 60 მლ

მომზადება

ცომის მომზადებისთვის შეურიეთ ერთმანეთს საფუარი და შაქარი, დაამატეთ რბილი კარაქი (დაახლოებით 1 ჩ/კ კარაქი მინანქრისთვის გადადეთ), 2 კვერცხი- მიღებული მასა მიქსერით ათქვიფეთ. დაამატეთ არაჟანი, ლიმონის ცედრა და ფქვილი. ცომს საკვების შესაფუთი პოლიეთილენი დააფარეთ და დაახლოებით 40 წუთით დატოვეთ.

ცომი 4 ნაწილად გაყავით. ყოველი ნაჭერი გააბრტყელეთ 0,5 სანტიმეტრ სისქემდე. პირველი ფენა საცხობ ფორმაზე, პერგამენტის ქაღალდზე (პერგამენტის ქაღალდს კარაქი წაუსვით) გადაიტანეთ.

შიგთავსის მომზადებისთვის შეურიეთ ერთმანეთს დაქუცმაცებული ნიგოზი, ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი. მასა 3 ნაწილად გაყავით.

პირველ ფენას გარგარის ჯემი წაუსვით, ნიგვზის ნარევი მოაყარეთ და მეორე ფირფიტა დააფარეთ. პროცედურა დანარჩენ ფენებთან გაიმეორეთ. ცომი ჩანგლით დაჩხვლიტეთ და ნამცხვარი 30 წუთით თბილ ადგილას გადაიტანეთ, შემდეგ კი, გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.

მზა ნამცხვარი გააციეთ და მინანქარი დაასხით. მინანქრის მომზადება მიკროტალღურ ღუმელშიც შესაძლებელია. ამისთვის შეურიეთ ერთმანეთს შოკოლადი, ათქვეფილი ნაღები (შეგიძლიათ არაჟნით ჩაანაცვლოთ) და 1 ჩ/კ კარაქი. მომზადების პროცესის დროს მასას მოურიეთ, სანამ ის არ გასქელდება.
როცა მინანქარი გაიყინება, საცხობი ფორმიდან აღალდიანად გადმოიღეთ ნამცხვარი და პორციებად დაჭერით, ასე უფრო მოსახერხებელია.

Related Articles