კარტოფილის ზრაზმა ხორცის ფარშით ჩვენს სამზარეულოში მყარად დაიკავა ადგილი. ეს არის ლიტვის, ბელორუსის, რუსული, პოლონური და უკრაინული კერძი.
ინგრედიენტები კარტოფილიანი ცომისთვის
12 საშუალო კარტოფილი
2 კვერცხი
1 ხახვი
5 ს.კ. ფქვილი
1 დაფნის ფოთოლი
1 ჩ.კ. მარილი
ინგრედიენტები შევსებისთვის
500 გრ ხორცის ფარში
1 ხახვი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
კარტოფილი დავჭრათ დიდ ნაჭრებად და მოვხარშოთ. ნუ დაგავიწყდებათ მარილის დამატება.
ცხელ-ცხელი ჩაზილეთ და გააკეთეთ პიურე.
გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით ხახვი.
მოშუშეთ ხახვი ზეთში, დაამატეთ ფარში, მარილი, წიწაკა და მოშუშეთ ერთად.
გაცივებულ კარტოფილის მასას დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და აურიეთ.
კარტოფილის ცომი პატარა ბურთულებად გადააქციეთ. გაათხელეთ თითოეული და ცენტრში მოათავსეთ კოვზით ხორცი.
კარტოფილის ღვეზელებს შეუკარით გვერდები და ოდნავ გაათხელეთ.
ამოავლეთ ფქვილში კარტოფილის ზრაზები და შეწვით ზეთში ორივე მხარეს.
კარტოფილის ზრაზი მზად არის, გემრიელად მიირთვით! ქათმის ფარშით და ყაბაყის და კვერცხის ცომით უგემრიელესი დიეტური ზრაზები შეგიძლიათ მოამზადოთ. სცადეთ და მეგობრებსაც გაუზიარეთ!