განსაკუთრებულად მიყვარს ხაჭოსა და კენკრის ღვეზელები. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ღვეზელი კი არის ხაჭოს ღვეზელი ალუბლითა და კაკლით. რბილი ცომი, ხაჭოთი და მჟავე კენკრის უნიკალური კომბინაციით აღაფრთოვანებს ნებისმიერ ტკბილეულის მოყვარულს.
ხაჭოს ღვეზელი ალუბლით
დიახ, შესაძლებელია, რომ ასეთი დესერტისშემდეგ მოგიწიოთ სპორტულ დარბაზში ოფლის ღვრა. გულწრფელად გეტყვი მეგობარო, რომ ამად ღირს! ჩაიწერეთ რეცეპტი, რომელიც ნებისმიერ წვეულებას უფრო მხიარულს და სადღესასწაულოს გახდის.
ინგრედიენტები ცომისთვის
700 გრ ფქვილი
250 გრ კარაქი
150 გრ შაქარი
2 ჩ.ჭ. ფქვილი
2 კვერცხი
250 გრ არაჟანი
5 გრ ვანილის შაქარი
1 ს.კ. რძე
1 ს.კ. თაფლი
50 გ ქოქოსის ფანტელი
100 გრ ნიგოზი
ინგრედიენტები გულსართისთვის
500 გრ ხაჭო
180 გრ შაქარი
2 კვერცხი
200 გრ ალუბალი
0, 5 ს.კ. სახამებელი
მომზადება
ჩაყარეთ ფქვილი ღრმა თასში. შემდეგ მას დაუმატეთ დარბილებული კარაქი და მიღებული მასა ხელებით გადაურიეთ.
ახლა ცომს დაამატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი და ვანილის შაქარი. ისევ კარგად აურიეთ ყველაფერი.
ცომს კვერცხი და არაჟანი დაუმატეთ, შემდეგ ცომი მოზილეთ ხელით. ამის შემდეგ, ცომი შეფუთეთ ცელოფანში და დატოვეთ მაცივარში ერთი საათის განმავლობაში.
ამასობაში დაიწყეთ გულსართის მზადება: შეურიეთ ცხიმიანი ხაჭო, კვერცხს და შაქარს, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. უმჯობესია ხაჭოს მასა ბლენდერით ათქვიფოთ.
ცომი გაყავით 3 ნაწილად. გაათხელეთ ერთი ნაწილი თხელ ფენად და დადეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე, რომელშიც გამოაცხობთ.
უკურკო ალუბალს მოაყარეთ სახამებელი. თუ გაყინულს გამოიყენებთ, წინასწარ გაალღვეთ და ზედმეტი სითხე გადაწურეთ.
დაჩხვლიტეთ ჩანგლით გათხელებული ფირფიტა, ზედ მოათავსეთ ხაჭოს მასა და თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე. ხაჭოს მასაზე გაანაწილეთ ალუბალი. დააფარეთ მეორე გათხელებული ცომის ფირფიტა, გვერდები კარგად შეუკარით.
გაათხელეთ ცომის მესამე ნაჭერი. გაჭერით ზოლები 1–2 სმ სიგანეზე. მოათავსეთ ზოლები დიაგონალზე და ჩამოჭერით ზედმეტი კიდეებზე.
შეურიეთ კვერცხის გული და 1 ს.კ. რძე. წაუსვით ღვეზელს ზედაპირზე. შემდეგ გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსამდე, სანამ ოქროსფერ – ყავისფერი გახდება 45-50 წუთის განმავლობაში.
სანამ ნამცხვარი ჯერ კიდევ ცხელია, ზემოდან დაასხით თაფლი. მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები და დაჭრილი ნიგოზიზოლებად.
ეჰ, ასეთი სილამაზის გაჭრაც კი დასანანია. ალუბლიანი ხაჭოს დესერტი იდეალურია საყვარელი ადამიანების და მეგობრების საამებლად. რა თქმა უნდა, ის ასევე საოცრად გემრიელია.