საშობაო იხვი – რბილი და ჰაეროვანი, იჭმევა მთლიანად. საიდუმლო არის სპეციალურ მარინადში!

by ekaterine

საახალწლო დღესასწაულებზე ყველა დიასახლისი ფიქრობს, რომ მთელი იხვის შეწვა წაართმევს დროს და გამოვა მაგარი, სპეციფიკური სუნით, რომელიც არა მარტო დროს, არამედ ინგრედიენტებსაც გადააყრევინებს.

გასწავლით, როგორ შეწვათ ისე, რომ ხორცი იყოს რბილი, წვნიანი და არომატული.

 

სტუმრებს გააოცებთ და ნამდვილი სამზარეულოს ოსტატი გახდებით. სწორი მარინადი და კარგი სოუსი დაგეხმარებათ საახალწლოდ გაუმასპინძლდეთ სტუმრებს ვარდისფერი ფრინველით, რომელიც პირში დნება.

როგორ მოვამზადოთ წვნიანი იხვი

შემადგენლობა:

იხვი მთელი

4-5 მჟავე ვაშლი

115 გრ ფორთოხლის წვენი

100 გ სოიოს სოუსი

30 გ გახეხილი კოჭა

2 ს/კ. თაფლი მარინადებისთვის

1 ს/კ. ფორთოხლის კანი

2 ჩ/კ. ხმელი ნიორი

1/2 ჩ/კ.შავი პილპილი

1 ს/კ. თაფლი გულისთვის

1/4 ჩ/კ. დარიჩინი

ფორთოხალი მოსართავად

 

ინგრედიენტები სოუსისთვის:

10-12 ს/კ იხვის წვენი და ცხიმი

170 გ  ფორთოხლის წვენი

1  ფორთოხლის რბილობი

1-2 ჩ/კ. სახამებელი

1-2 ს/კ თაფლი

1 ს/კ. ლიმონის წვენი

50 მლ წყალი

1 ჩხირი დარიჩინი

 

გაასუფთავეთ იხვი, გარეცხეთ. ამოაჭერით აუცილებლად კუდთან არსებული ცხიმოვანი ჯირკვალი, რომ უსიამოვნო სუნი არ გამოსცეს შეწვის დროს.

 

აურიეთ ერთმანეთში სოიოს სოუსი, კოჭა, ფორთოხლის წვენი, ცედრა და თაფლი. ურიეთ მანამ, სანამ თაფლი არ გაიხსნება. გამზადებული მარინადი მოასხით იხვს, დააფარეთ ცელოფანი და 24 საათის განმავლობაში შედგით მაცივარში.

გაზქურის ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყეთ დაჭრილი ვაშლის ნაჭრები, მოათავსეთ სედ მარინადიანი იხვი, ზემოდან წაუსვით მარილი, რომელსაც დამატებული აქვს პილპილი და ნიორი.

დარჩენილი ვაშლის ნაჭრები ჩაულაგეთ იხვს შიგნით და შეკარით ხის ჩხირის საშუალებით.

შეახვიეთ პერგამენტის ქაღალდში და შედგით გაზქურაში 180 გრადუსზე 1,5 საათით.

შემოხსენით ქაღალდი, წვენი და ცხიმი ფრთხილად გადმოიღეთ ჭურჭელში, ისევ შეაბრუნეთ შესაწვავად 30 წუთის განმავლობაში.

სანამ იხვი იწვება, გაამზადეთ სოუსი:

აღებულ წვენში დაუმატეთ ფორთოხალი და ლიმონის წვენი, დარიჩინი, თაფლი, მიიყვანეთ ადუღებამდე. სახამრბელი გახსენით წყალში და დაუმატეთ სოუსს. თუ თხელი გამოვიდა, ცოტა კიდევ დაუმატეთ წყალში გახსნილი სახამებელი. სოუსს დაუმატეთ ფორთოხლის დაჭრილი რბილობი და ცოტა კიდევ ადუღეთ. გამოდის მომჟავო-მოტკბო. თუ სიტკბო აკლია, დაუმატეთ თაფლი ან შაქარი და თუ აკლია სიმჟავე, შეგიძლიათ ლიმონის წვენის დამატება.

შემწვარი იხვი დაჭრით და ჩააწყვეთ სოუსში. გემრიელად მიირთვით!

Related Articles