ლეგენდარული “ბალაბუშკები”. “კიევური მშრალი ჯემი”, რომლის რეცეპტისათვის ჩამოდიოდნენ პარიზიდანაც კი.

by ekaterine

იცით თუ არა რომ შეიძლება არსებობობდეს მშრალი ჯემი? ამისთვის გამოიყენება ნებისმიერი ხილი ან კენკრა, რისგანაც შეიძლება მურაბის, ჯემის მომზადება.

თავად მშრალი ჯემის იდეა ეკუთვნის კიეველ მეწარმეს, ნიკოლაი ბალაბუხს, რომელიც პოპულარული გახდა არა მარტო რუსეთის იმპერიაში, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაში. კეთილშობილური ოჯახების წარმომადგენლები სამეფო კარზე სტუმრობისას გზად აუცილებლად გაივლიდნენ-ხოლმე კიევში ამ ტკბილეულის შესაძენად.

ბალაბუხის საოჯახო ბიზნესი ბოლშევიკების მიერ ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო “კიევური მშრალი ჯემის” რეცეპტი დღემდე შემოინახა.

კიევური მშრალი ჯემი

საჭიროა:

კენკრა – 2,5 კგ.                შაქარი – 1,25 კგ.            წყალი – 2 ლ.

 

 

კენკრა გავრეცხოთ, მოვაცილოთ ყუნწები, ალუბალს ან ქლიავს გამოვაცალოთ კურკა,მოვათავსოთ თასში, მოვაყაროთ შაქარი და 1 სთ-ით დავდგათ, სანამ წვენს არ გამოსცემს.

киевское сухое варенье

ამოვწუროთ საწურზე. წვენს დავამატოთ წყალი და ვადუღოთ 5-7 წუთი,  ქაფი მოვხადოთ.

киевское сухое варенье

ცხელ სიროფში ჩავუშვათ ხილი და გავაჩეროთ 3 სთ. შემდეგ ისევ ამოვწუროთ და ზემოთაღწერილი პროცედურა გავიმეოროთ 2-ჯერ.

киевское сухое варенье

გაზქურის ფორმას დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, დავალაგოთ ზედ კენკრა და გამოვაშროთ 5-6 სთ-ის განმავლობაში 40 გრადუს ტემპერატურაზე.

киевское сухое варенье

შეგიძლიათ გააშროთ მზეზე ან სპეციალურ საშრობში. გამზადებული ხილი ამოავლეთ შაქრის პუდრაში.

მშრალი ჯემი – პირველი დელიკატესია ბავშვებისთვის, კარგია მისი გამოყენება კექსებში, გამოდგება ტორტების ორიგინალური გაფორმებისთვის. 2,5 კგ. კენკრისგან გამოდის 1,75 კგ. ასეთი ჩირი.

Related Articles